Thursday, June 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლილუაშვილი სტრასბურგისთვის ემზადება — დაცვის მხარე პროკურატურას მტკიცებულებების დამალვაში ადანაშაულებს

May 15, 2026
რატომ დახურეს გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა – პროკურორის განმარტება

სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის მოტივით სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს საქმეს სტრასბურგში მიაქვს. გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ პროკურატურა საქმეში არსებულ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს მალავს და ბრალდებულის სასარგებლოდ მიცემული ჩვენებები საქმის მასალებში არ ფიგურირებს. სწორედ ამ გარემოებებზე დაყრდნობით, ივანიშვილის გუნდის ერთ დროს გავლენიანი ფიგურა სამართლებრივი დავის ევროპულ დონეზე გაგრძელებას გეგმავს.

დღეს სასამართლოში სახელმწიფო ბრალდებას პასუხის გაცემა მოუწია კითხვაზე — სად არის ის ჩვენებები, რომლებზეც დაცვის მხარე საუბრობს.

ლილუაშვილის ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ პროკურატურა სიმართლეს არ ამბობს. მათი განცხადებით, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო იმ მოწმეების დამოუკიდებლად მოძიება, რომელთა ჩვენებებიც, მათი თქმით, გამოძიებამ საქმის მასალებიდან გამოტოვა. დაცვის მხარე ამბობს, რომ მოგვიანებით მოსამართლეს სწორედ ამ პირების დაკითხვაც სთხოვეს.

ვიდრე გრიგოლ ლილუაშვილი საქმეს ოფიციალურად ევროსასამართლოში მიიტანს, მას ქვეყნის შიგნით არსებული ყველა სამართლებრივი ინსტანციის გავლა მოუწევს. სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ადვოკატებს კონფიდენციალურობის დოკუმენტზე ხელის მოწერაც მოუხდათ, რის გამოც დაცვის მხარე ამბობს, რომ საქმეზე საჯარო განმარტებების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია. დღეს სასამართლომ ე.წ. ბაგა-ბაღების საქმის ფარგლებში კიდევ ორ მოწმეს მოუსმინა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ვინც ფიქრობს, რომ ილია თოფურიამ ბრძოლა გაყიდა…“ – მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
  • რა ვითარებაა დამეწყრილ გზებზე – დუშეთის მერია ინფორმაციას და ფოტოებს ავრცელებს
  • “ივანიშვილი ცუდად დაამთავრებს, ამერიკელებთან ეს თამაში აღარ გავა”- მიხეილ სააკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge