Friday, May 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ მოკლეს 22 წლის თაზო მთივლიშვილი – ოქროს მოწმის ჩვენება სასამართლოზე

May 15, 2026
როგორ მოკლეს 22 წლის თაზო მთივლიშვილი – ოქროს მოწმის ჩვენება სასამართლოზე

როგორ მოკლეს 22 წლის თაზო მთივლიშვილი? – დღეს სასტიკი ანგარიშსწორების ღამე საქალაქო სასამართლოში დეტალურად გაიხსენა საქმის ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ვერიკო კაპანაძემ.

სასამართლოში დღეს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლით დაკავებული გიორგი პაპაშვილის პროცესი გაიმართა, პატიმარმა ქალმა კი, რომელიც დანაშაულების შეუტყობინებლობის ბრალდებით იხდის სასჯელს, სხდომაზე განაცხადა, რომ სწორედ გიორგი პაპაშვილი ძალადობდა საათების განმავლობაში თაზო მთივლიშვილზე.

საქმის ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ მოკლულმა რამდენჯერმე დაკარგა გონება, მაგრამ მისი ცემა პაპაშვილს არ შეუწყვიტავს.

შემზარავია მოწმის კიდევ ერთი განცხადება, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების შემდეგ, პაპაშვილი ამბობდა, რომ მთივლიშვილის ცხედრის დანაწევრებას აპირებდა, თუმცა ამის განხორციელება ვერ შეძლო.

“რამდენიმე საათის განმავლობაში ურტყამდა. მას შემდეგ, რაც გონებას დაკარგავდა, სააბაზანოში შეჰყავდა, ასულიერებდა და შემდეგ კვლავ აგრძელებდა ცემას. როდესაც კრიჭა შეეკვრებოდა, მივდიოდი და ვასულიერებდი — კოვზით წყალს ვასხამდი, რომ კრიჭა გაეხსნა. ამის შემდეგ დამემუქრა, რომ თუ „ჭკვიანად“ არ ვიქნებოდი, მეც უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. შემდეგ სამზარეულოში გავიდა, ჩანგალი აიღო და ამბობდა, რომ თაზოსთვის თვალის დათხრას და თითების დაჭრას აპირებდა.

სამზარეულოდან დაფა შემოიტანა… თქვენს მიერ დასმულ კითხვას გიპასუხებთ — დაფას მანამდე რაიმე სახის დაზიანება არ ჰქონია. მან თაზოს დაფა თავში რამდენჯერმე ჩაარტყა, რის შედეგადაც სამზარეულოს დაფა სამ ნაწილად გატყდა.

თაზოს მკვლელობის შემდეგ, პაპაშვილი ამბობდა, რომ მისი ცხედრის დანაწევრებას აპირებდა და ამაში ჩვენ დახმარებას ითხოვდა, თუმცა ამის განხორციელება ვერ შეძლო”, – თქვა ვერიკო კაპანაძემ.

პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემაც. მან თქვა, რომ დღეს მოწმემ სასამართლოზე თქვა ის, რაც გამომძიებლებს შემთხვევის ადგილზე აქვთ ნანახი – დაფა, რომელიც სამ ნაწილად იყო გადატეხილი.

საქმის მასალების და მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, სწორედ სამზარეულოს დაფა ჩაარტყა რამდენჯერმე გიორგი პაპაშვილმა მსხვერპლს.

“დაიკითხა ამ საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებული, რომელიც დანაშაულების შეუტყობინებლობის ბრალდებით არის მსჯავრდებული, ვერიკო კაპანაძე, რომელმაც დაადასტურა, რომ გიორგი პაპაშვილმა განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა თამაზ მთივლიშვილი. ეს არ იყო ერთჯერადად ძალადობა. ეს იყო რამდენიმე ეტაპად ძალადობა და კიდევ უფრო განსაკუთრებულ სისასტიკეს სძენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ, როდესაც 23 ბიჭს მოასულიერებდა, აგრძელებდა ისევ მის მიმართ ძალადობას. ძალადობა ძირითადად ხორციელდებოდა თავისა და სახის არეში, რამაც რაც ექსპერტმა დაადასტურა, გამოიწვია 23 წლის ბიჭის გარდაცვალება.

სამზარეულოს ხის დაფა თავზე გადაამტვრია, ეს ჩვენ აღმოჩენილი გვაქვს შემთხვევის ადგილას, სადაც სამ ნაწილად იყო გადამტვრეული. მოწმემაც დაადასტურა, რომ ეს აქვს მთლიანი ნანახი გიორგი პაპაშვილის სახლში, მაგრამ ცემის და ძალადობის შემდეგ ეს იყო დაზიანებული”, – აცხადებს საქმის პროკურორი.

შეგახსნებთ, რომ 22 წლის თაზო მთივლიშვილი წამებით ორთაჭალაში, 18 თებერვალს საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს. თაზო საბურთალოზე ერთ-ერთ საშაურმეში მუშაობდა. სწორედ ამ ობიექტზე დაწყებული უთანხმოება გახდა ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის მიზეზი. „შაბათის გუნდის“ მიერ მოპოვებული პოლიციური მასალებიდან ირკვევა, რომ 36 წლის გიორგი პაპაშვილი საშაურმეში დასაქმებულ ახალგაზრდებს შავი სამყაროს წარმომადგენლად გაეცნო და ყოველთვიურად ე.წ. „ობშიაკის“ გადახდას სთხოვდა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ამ დავას ორთაჭალაში გარჩევა მოჰყვა. საგამოძიებო უწყებისთვის მიცემული ჩვენებების მიხედვით ირკვევა , რომ სიტყვიერი დაპირისპირება მალევე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა — გიორგი პაპაშვილი 22 წლის ბიჭს უმოწყალოდ სცემდა.სასტიკი წამების კვალს ადასტურებს ფოტო-მასალაც – დაზარალებულს სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე აქვს მრავლობითი დაზიანებები მიყენებული. საბოლოოდ, გიორგი პაპაშვილმა თაზო მთივლიშვილს სასიკვდილო დაზიანება ბოსტნეულის დაფით მიაყენა.

აღნიშნულ საქმეზე ოთხ ბრალდებულს: ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძესა და ბაირამ ალი გუსეინოვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

გიორგი პაპაშვილი კი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლით არის დაკავებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “შაიშმელაშვილი ვინ არის, რას წარმოადგენს?” – ირაკლი ზარქუა
  • “ამ საკითხზე ლაპარაკი ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება” – ვოლსკი შაიშმელაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე
  • სეტყვა დღეს შიდა ქართლში, სოფელ მეფისქალაქში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge