ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობი იუნა საფათავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს.
„საზღვრის უკანონოდ კვეთასთან დაკავშირებით, ყურადღებით წაიკითხეთ. ძალიან გთხოვთ, ნუ აჰყვებით ვიზის აფერისტებს. ნუ აჰყვებით არალეგალური მაქინაციების აფერისტებს. მე უკვე არაერთხელ ვთქვი და ახლა დავწერ, რადგან გული მტკივა ჩემს თანამემამულეებზე.
ჩვენ, შეგნებული ნაწილი, საზღვარგარეთ ვინც ვართ, ძალიან განვიცდით თქვენს ბედს, ნერვიულობის მთავარი მიზეზი კი თქვენი მოტყუებაა პროფესიონალი აფერისტების მიერ და ის ათიათასობით ვალები, გაყიდული ბინები, როცა აფერისტები და კრიმინალები ოქროს კოშკებს გპირდებია.
წაიკითხეთ ყურადღებით და ბოლომდე:
უცხო ქვეყნის საზღვარზე არალეგალად ფეხით გადმოსვლა არის ძალიან სერიოზული დანაშაული. არ არის გარანტია. რომ ცოცხალი მოაღწევთ, არ არის გარანტია, რომ მოახერხებთ გადმოსვლას და გზაში ის „გადამყვანები“ არ გადაგაგდებენ. უკვე ძალიან ევრი უბედური შემთხვევაა, ფაქტებია.
ვალის აღება, სახლის გაყიდვა, არის ძალიან დიდი შეცდომა, როცა აპირებ არალეგალურად საზღვრის კვეთას სხვა ქვეყანაში. რომც გადმოხვიდეთ, თქვენ გაქვთ აკიდებული უზარმაზარი ვალები +უნდა აიყვანოთ ადვოკატი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ნაჩქარევად შერჩეულია და მას მხოლოდ ფული აინტერესებს. თქვენი პრობლემა არავის აინტერესებს. მხოლოდ ფული.
უფასოდ ნაბიჯს ვერ გადადგამთ. უფასოდ ბინაში არავინშეგიფარებთ. თქვენ იწყებთ ქვეყანაში ყოფნას დანაშაულით, რაც გაგყვებათ სულ, როგორც კრიმინალური ჩანაწერი.
არ არის არანაირი გარანტია, რომ თქვენს ლეგენდას, დევნაზე, დაიჯერებს მთავრობა. ადვოკატი აიღებს თქვენს ქეისს, მაგრამ გარანტიას არავინ მოგცემთ, რომ წარმატებით დასრულდება თქვენი ლეგალად ცნობა.
უმეტეს შემთხვევაში პირიქით ხდება, ხდება დეპორტაცია. იმედია ყურადღებით კითხულობთ ამას, ვიმეორებ: უმეტეს შემთხვევაში – უმეტეს შემთხვევაში – საქმე წარმატებით არ სრულდება. რა დროსაც კიდევ ერთხელ არღვევთ კანონს და რჩებით ისევ კანონდარღვევით, ქვეყანაში (თუ მოახერხეღ, ძირითადად ვადას გაძლევენ, რომლის ფარგლებში აუცილებლად დატოვებთ ქვეყანას, სხვა გზა არ არის, ციხეში არ სჭირდებით არავის, თვითმფრინავამდე ბორკილით მიგაცილებენ)
ნუ არღვევთ კანონს. ვიზების გაფორმებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით 25 წლის წინ ვმუშაობდი. მაშინაც არღვევდნენ კანონს, არაფერია ახალი. მაგრამ არც ერთი ვიზების და საზღვრის კვეთის აფერისტი არ ჰყვება ნამდვილ სურათს.
არაერთხელ გთხოვეთ, ნუ უსმენთ იმ ვიდეოებს/ინსტრუქციას, რომელიც გასწავლით, როგორ დაარღვიოთ კანონი.
იმ ადამიანებს, ვინც ეს „არხი გახსნა“ აუცილბლად დააკავებენ, ეჭვი არ შეგეპაროთ. კანონი კანონია ყველასთვის.
შემდეგი: ქვეყანაში უკანონოდ ყოფნა ასევე ძალიან სერიოზული დანაშაულია. ისევ, არც ერთ ადვოკატი არ იძლევა გარანტიასს, საქმის წარმატებით დასრულების.
ასევე, თუ მოდიხარ ქვეყანაში ელემენტარული ენის ცოდნის გარეშე, თქვენი მომავალი განწირულია მოსამსახურის პოზიციაზე მხოლოდ, თუ უსაბუთოდ იპოვით სამსახურს.
უკანონოდ შემოსულთა რიცხვი გასამმაგდა, ომის გამო, ამიტომ არავის სურს, ყველა აქ დარჩეს. კი, ეს ქვეყანა დგას ჩამოსულებზე, მაგრამ ეს 2022 წელია და სხვაა კანონი, რომელიც ყოველ წუთს იცვლება, გარემოებებიდან გამომდინარე.
აგიხსნით მარტივად: როდესაც შენ ატყუებ მთავრობას და უკანონოდ კვეთ საზღვარს, ნდობა აღარ გააჩნიათ შენს მიმართ. სანდოობა, კრიტერიუმია, რომლის მიხედვით განისაზღვრება თქვენი მომავალი. თავიდანვე ტრუილით დაწყება ნიშნავს, რომ ძალიან მცირეა შანსი, მომავალში დაგიჯერონ ან გენდონ. უსაბუთოდ ყოფნა ნიშნავს, რომ, ჯერ ერთი, ვერ იმუშავებთ სრული დატვირთვი; ვერ გახსნით ანგარიშს ბანკში, არ გექნებათ გადადგილების თავისუფალი უფლება, ვერ დატოვებთ ქვეყანას. თუ დატოვებთ ქვეყანას, ვერ შემოხვალთ, რომც გახდეთ საგარეო საქმეთა მინისტრის აქართველოში (მხოლოდ საქართველოში გვყავს დამნაშავეები მთავრობაში), სხვა ქვეყანაშიც კი რომ მოინდომოთ წასვლა, დეპორტაციის ან არალეგალურად ყოფნის შემდეგ, სამუდამოდ გექმნებათ სხვა ქვეყანაში შესვლის უფლება.
რომც გაგიმართლოთ და საბუთები „გამოგივიდეთ“ ამას უნდა წლები. ჩემს მაგალითზ, ჩემი სპეციალობით, ლეგალი, აბსოლუტურად სუფთა „ბექგრაუნდით“ და ჩანაწეით, 4 წელი დამჭირდა მწვანე ბარათის აღება.
საბუთების გაკეთებისთის მხოლოდ ოფიციალური პროცედურისთვის გინდათ რამდენიმე $ ათასი, პლუს ადვოკატს ფეხებზე კიდია თქვენი ვალები და პრობლემები. თანხა ადის კატასტროფულ ნიშნულამდე. ვალები, უსაბუტობა, საბუთის გაკეთეის მცდელობის თანხა = დანაშაულს, სტრესს, ნერვიულობას და არანაირი გარანტია არაა, რომ სამსახურს იპოვით – ამ ეტაპზე მაინც, მთელი მსოფლიო კრიზისშია.
როგორც ქართველი და ადამიანი, ძალიან განვიცდი თქვენს პრობლემებს საქართველოში, მაგრამ უფრო განვიცდი, როცა აქ უმუშევარს და სასოწარკეთილს გხედავთ.
თქვენ არ იტოვებთ არჩევამს, არასწორ ნაბიჯებს დგამთ და თავს შარში იგდებთ. რომ აღარაფერი ვტქვათ, ქართველის იმიჯზე საზღვარგარეთ. ნუ აიქნევთ ხელს, დაიჯერეთ. არ არის აქ ცხოვრება მარტივი. რასაც გიყვებიან ის გაბედნიერებულები, ბებოს რომ უვლიან და ტრაილერებს ატარებენ, ის შავი შრომა და შავი ფული, ძალიან მძიმეა და სულაც არ არის ბედნიერება.
ის ფაქტი, რომ ოჯახის წევრებს ვერ ნახავთ წლობით, ცალკე ტრაგედიაა. როცა მე ვწერ „დრამა“ არ ვამუქებ.
ნუ უყურებთ სხვის გამოცდილებას. ზოგს უბრალოდ ძალიან უმართლებს. ძრთადად კი პრობლემა უარესდება, რადგან პროცენტიანი ვალი რომ გაქვთ, არ არის გარანტია რომ დააბრუნებთ.
თქვენი ბედი გადაწყვიტეს ლოდინი მოგიწევთ წლობით, ჩაკეტილ სივრცეში, მნიშვნელობა არ აქვს, 2 კვადრატში ხარ ჩაკეტილი თუ 2 მილიონ კვადრატში. გაუსვლელობა ძალიან მძიმეა. მე არ გავსულვარ ჩემი საბუთის მოლოდინში, მე ჩემს ტყავზე ვიცი, რასაც ვამბობ.
ეს აჟიოტაჟი, არის ხელოვნურად აგორებული. საქართველოშიც შეგიძლიათ მომვლელად და მძღოლად, მიმტანად მუშაობა, იგივე დიპლომებით. მუშაობა არ ტეხავს, არც ატიდა ასიათასობით ვალი გემატებათ და სახლ-კარი გაქვთ, არავინ გაგდებთ საკუთარი მიწიდან.
სასოწარკვეთილება საქართველოში უფულობა არაა. სასოწარკვეთილება საკუთარი ცხოვრების გაფუჭებაა, ვიზის და საზღვრის კვეთის აფერისტების დაჯერებით. იმსჯელეთ, იაზროვნეთ. ნუ დგამთ არასწორ ნაბიჯებს.
საქართველო არ არის იდეალური ქვეყანა, სამწუხაროდ, ვიცით, მაგრამ ის მაინც სახლია და ყოველთვის , მაინც, ყველა სახლში ბრუნდება.
ძალიან განვიცდით და ვნერვიულობთ თქვენს ბედზე. გთხოვთ დაიკითხეთ რაც დავწერე, გაიკიტხეთ და შარში თავს ნუ იგდებთ სამუდამოდ. მე თქვენთვის ბედნიერება მსურს. – წერს იუნა შაფათავა