Friday, May 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს…ასე დაემართება ყველა უთავმოყვარეო, უავტორიტეტო და ხელოვნურად დასმულ „ლიდერს“ – ირაკლი ზარქუა

May 15, 2026
“ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს…ასე დაემართება ყველა უთავმოყვარეო, უავტორიტეტო და ხელოვნურად დასმულ „ლიდერს“ – ირაკლი ზარქუა

ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს – ის იძულებული გახდა, რომ ჯერ შეხვედრა ეთხოვა და შემდეგ მისულიყო [პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან] – ასე დაემართება ყველა უთავმოყვარეო, უავტორიტეტო და ხელოვნურად დასმულ ლიდერს – ლიდერს ბრჭყალებში! საბოლოო ჯამში, ყველა ამ ბედს გაიზიარებს! – ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებსა და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე დასმული კითხვის პასუხად ზარქუამ განაცხადა, რომ ზუსტად იმ პოზიციაზე არიან, რა პოზიციაზეც ამ წლების განმავლობაში იყვნენ.

“როგორც მაშინ ვამბობდით ახლაც იგივე პოზიციაზე ვართ: – ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხსა და მშვიდობას! ჩვენ ზუსტად იმ პოზიციაზე ვართ, რა პოზიციაზეც ამ წლების განმავლობაში ვიყავით.

საპასუხოდ მივიღეთ ჩვენი ელჩის გამოძევება. მეტიც, ბატონმა ზელენსკიმ ჩვენი პრემიერ-მინისტრი და მთავრობის გარკვეული წევრები დაასანქცირა. ის იძულებული გახდა, რომ ჯერ შეხვედრა ეთხოვა და შემდეგ მისულიყო. ასე დაემართება ყველა უთავმოყვარეო, უავტორიტეტო და ხელოვნურად დასმულ ლიდერს – ლიდერს ბრჭყალებში! საბოლოო ჯამში, ყველა ამ ბედს გაიზიარებს.

უკრაინაში ვხედავთ იმას, რომ განსხვავებული აზრი არ ისმის, არც ერთი ოპოზიციური მედია არ ოპერირებს, არც ერთი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია იქ არ არსებობს. არც ერთი მიმართულებით, სადაც დემოკრატიამ შეიძლება ხმა ამოიღოს და სადმე სუნთქავდეს, არ არსებობს. სამაგიეროდ, როგორ არის დასავლეთიდან შეფუთული? – ლიდერი, მთელი ხალიჩა, დემოკრატია და ასე შემდეგ! იგივე ხელწერაა, რაც მიხეილ სააკაშვილზე იყო. გახსოვთ სააკაშვილი აქ რეებს სჩადიოდა: – რეკეტი, ადამიანის მოკვდინება, ახალგაზრდების ტერორი, ციხეებს არ ვახსენებ, მაგრამ დასავლეთში ის მიღებული იყო როგორც დემოკრატიის შუქურა. რატომ ? – იმიტომ, რომ ყველა დაკვეთას ასრულებდა რაც იქედან მოდიოდა და რაც ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებში არ იყო. ზუსტად იგივე დაემართა ზელენსკის!

ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს! არ ვიცი, ის ლეგიტიმური თუ არალეგიტიმურია, რადგან ვადა ამოეწურა. ეუბნებიან რომ არჩევნები ჩაატაროს, მაგრამ არ ატარებს. გვქონია შემთხვევა, როცა ომი მიმდინარეობდა, მაგრამ დანარჩენ ნაწილში არჩევნები ჩატარდა – თუ ვინმეს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უნდა, მსოფლიო სინამდვილეში ასეთი პრაქტიკა არსებობს!

ჩვენს ჩვენ ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ – ეს ინტერესია, რომ ომში არ ჩავერთოთ, მეორე ფრონტი არ გავხსნათ და რაც მნიშვნელოვანია, სანქციები არ დავუწესოთ საკუთარ ეკონომიკას და საკუთარ ხალხს.

დასჭირდათ უკვე საქართველო! – მანამდეც სჭირდებოდათ, მაგრამ ეგონათ, რომ აქ რევოლუციას მოახდენდნენ და ისეთ მარიონეტებს დასვამდნენ, როგორც არიან ზელენსკი, სანდუ და სააკაშვილი. არ გამოუვიდათ! – ამიტომაც ებრძვიან ჩვენს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, პატრიოტ მთავრობას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ეს ადამიანი თავისი საქმით, ხელწერითა და მიდგომით ქართველია და ქართულ სახელმწიფოს იცავს. ის არის დაზღვევა ჩვენი გუნდისთვის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • უბედურ შემთხვევას საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 3 წლის გოგონა ემსხვერპლა
  • 26 მაისის ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 8 081 647 ლარი გამოიყოფა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge