2026 წლის პირველ კვარტალში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში 5944 პირი მოათავსეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, საერთო ოდენობიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით დაკავებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 4482-ს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მუხლებით დაკავებულთა ოდენობა კი 1327-ს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჯამში 135 მიგრანტი პირი მოთავსდა.
ამასთან, ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული პირებიდან 5725 მამაკაცია, 219 კი ქალი.
