Friday, May 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ესპანური მედია ქართულ-ესპანური კრიმინალური დაჯგუფების დაკავების დეტალებზე წერს

May 15, 2026
ესპანური მედია ქართულ-ესპანური კრიმინალური დაჯგუფების დაკავების დეტალებზე წერს

ესპანური მედია საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“-ს დეტალებზე წერს, რომლის ფარგლებშიც ქართული წარმოშობის პირები არიან დაკავებული. 13 პირიდან რვას ესპანეთში წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მედიის ცნობით, პოლიციამ 9 ჩხრეკა ჩაატარა: მათგან სამი მადრიდში, სამი ვალენსიაში, ორი გვადალახარასა და ერთი ალიკანტეში.

ამოღებულია დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა, სამი ძვირადღირებული მაჯის საათი, სამი ოქროს ზოდი, 6000 ევროს ნაღდი ფული, ხელსაწყოები და ლითონის გადასადნობი მასალები.

ხუთი პირი ალიკანტეში აიყვანეს, ოთხი მადრიდში, ორი ლოგრონიოში, ერთი გვადალახარაში და ერთიც ვალენსიაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ბინებს ქურდავდა, ე.წ. „უსაფრთხო სახლები“ , სადაც დანაშაულს გეგმავდნენ, ქალაქ გვადალახარაში ჰქონდათ მოწყობილი.

დაჯგუფება ორი შტოსგან შედგებოდა: პირველი იყო ქართული წარმოშობის ჯგუფი, რომელიც უშუალოდ დანაშაულს სჩადიოდა, ხოლო მეორე — ესპანური, რომელიც მოპარული ნივთების რეალიზაციას ვალენსიასა და მადრიდში მოქმედი ორი ლეგალური ობიექტის მეშვეობით ახდენდა.

“მძარცველები წინასწარ უთვალთვალებდნენ საცხოვრებელ ბინებს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ შიგნით არავინ იმყოფებოდა. ზოგჯერ კარზე წებოვანი ძაფის დამაგრების ხერხს მიმართავდნენ, სხვა შემთხვევებში კი ზარს რეკავდნენ იმის შესამოწმებლად, იყო თუ არა ვინმე სახლში. ამის შემდეგ ისინი შენობაში შედიოდნენ და ძირითადად ძვირფასეულობას, საათებსა და ნაღდ ფულს იპარავდნენ” – წერს გამოცემა Cadena SER.
ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ დაჯგუფება ქირაობდა ავტომობილებს და უსაფრთხო სახლებად იყენებდა სოფლის პატარა სასტუმროებს, ან დასასვენებელ სახლებს, ძირითადად გვადალახარას პროვინციაში – “შეუმჩნეველი და ძნელად მისადგომი ლოკაციები ხელს უწყობდა ტრანსპორტის მარტივად დამალვას და პოლიციის შესაძლო გამოჩენის შემთხვევაში, მათ დროულად შემჩნევას” – წერს გამოცემა.

დაჯგუფების ძირითადი სამიზნე იყო ცენტრალურ უბნებში მდებარე საცხოვრებელი ბინები მადრიდში, გვადალახარაში, ვალენსიასა და ვალიადოლიდში.

“ნაქურდალი გადაჰქონდათ ვალენსიასა და მადრიდში მდებარე ორ საიუველირო მაღაზიაში, სადაც ხდებოდა მათი გადადნობა, ან ბაზარზე ლეგალურად გატანა. ამ დროისთვის გახსნილია ძალის გამოყენებით ჩადენილი 27 ქურდობა, რომლებიც 2025 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მარტამდე პერიოდშია ჩადენილი” – წერს მედია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 26 მაისის ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 8 081 647 ლარი გამოიყოფა
  • ბორჯომში, “ქართული ოცნების” ოფისთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
  • პროტესტი ბათუმში – რას ითხოვენ მოქალაქეები, რომლებიც დღეს მერიასთან შეიკრიბნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge