Friday, May 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

May 15, 2026
პენიტენციური სამსახური ნანა სანდერს პასუხობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ განმარტებას აკეთებს და განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ, თითქოს, 2025 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 შეადგინა. საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ყველა მსჯავრდებულ პირს, როგორც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან, ისე არასაპატიმრო სასჯელმისჯილ პირებს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში არ იხდიან (პირობითი მსჯავრი, შინაპატიმრობა, ჯარიმა და სხვა). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო სახის სასჯელებს. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს საპატიმრო სასჯელის ფორმას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში სასჯელს იხდიან მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირები. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისას, გადაამოწმონ, თუ რას მოიცავს კონკრეტული მონაცემები და როგორია მისი შინაარსობრივი განმარტება. მონაცემების არასწორი ინტერპრეტაცია ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ქმნის მცდარ წარმოდგენებს არსებული რეალობის შესახებ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 26 მაისის ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 8 081 647 ლარი გამოიყოფა
  • ბორჯომში, “ქართული ოცნების” ოფისთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
  • პროტესტი ბათუმში – რას ითხოვენ მოქალაქეები, რომლებიც დღეს მერიასთან შეიკრიბნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge