დაკავებული პაატა ბურჭულაძის შვილი, ალექსანდრე ბურჭულაძე მსოფლიო მედიების და კულტურული ინსტიტუტების გამოხმაურებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ დასავლური სამყარო ამ საქმის მოკვლევას დაიწყებს. ინფორმაცისა “ტვ პირველი” ავრცელებს.
ალექსანდრე ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ ბევრი კითხვა გაჩნდება, რომელზე პასუხის გაცემაც ქართულ სასამართლოს აუცილებლად მოუწევს.
“ამ საქმეს უკვე გამოეხმაურა მსოფლიოს არაერთი კულტურული ინსტიტუტი, დაიწერა არაერთ ევროპულ მედიაში. საოპერო თეატრებმა მიმართეს თავიანთი ქვეყნის პრემიერ მინისტრებს ან პარლამენტს, სადაც მოთხოვნა იყო, რომ უნდა დაინტერესებულიყვნენ და განეხილათ პაატა ბურჭულაძის საქმე, რადგან ყველამ იცის, რომ მოკლებული იყო სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს. დასავლური სამყარო სულ ცოტა ხანში დაიწყებს ამ საქმის მოკვლევას, გაუჩნდებათ ბევრი კითხვები, რომლებზეც მოუწევს უკვე ჩვენ სასმართლოს პასუხის გაცემა” – განაცხადა ალექსანდრე ბურჭულაძემ.
