გრიგოლ ლილუაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევაში ადანაშაულებს – როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე სუს-ის ექს-შეფის ადვოკატმა, რობერტ გირგალაშვილმა განაცხადა.
ვაჯერებთ პოზიციას, რომ ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართოთ ევროსასამართლოს – განაცხადა უფლებადამცველმა.
გრიგალაშვილის განმარტებით, პოზიციების შეჯერება ხდება იმ დარღვევებზე, რომელზეც დაცვის მხარე მიიჩნევს რომ მართი პოზიცია უალტერნატივოდ მყარი იქნება.
“არაერთი უფლებაა დარღვეული და ვსმჯელობთ ამაზე, ვაგროვებთ ინფორმაციას, სად უფრო მყარი პოზიცია გვაქვს და მაგის მიხედვით. არა საქმის მასალებთან დაკავშიებით არ არის. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ვაჯერებთ პოზიციას, რომ ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართოთ ევროსასამართლოს და ა.შ. სტრუქტურებს. ევროსასამართლოს იმედი რა თქმა უნდა აქვს გრიგოლ ლილუაშვილს. იმ დარღვევებს, რომლებსაც ჩვენ მივიჩნევთ რომ ჩვენი პოზიცია უალტერნატივოდ იქნება მყარი, ამ ნაწილში რა თქმა უნდა, მივმართავთ. ვაჯერებთ ახლა და რომ შევჯერდებით, რაშიც გვექნება მყარი პოზიცია, მას შემდეგ გადავწყვეტთ”, – აცხადებს რობერტ გრიგალაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 2 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. აღნიშნული მოწმეებიც, ისევე, როგორც გასულ სხდომაზე დაკითხულები, ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით მისცემენ ჩვენებას.
