Friday, May 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა

May 15, 2026
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა

იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების კვებისთვის 201 მილიონი ლარის ღირებულების 2 კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას “BM.ge” ავრცელებს.

კვების კონტრაქტი საპატიმროების გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ორ ნაწილად იყოფა – აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ საპატიმროები – N5, N6, N8, N10, N11, N12, N15, N16, N17 და N18 პენიტენციურ დაწესებულებებს საკვებს 2029 წლის მაისის ჩათვლით 152.4 მილიონ ლარად შპს “გიორგი 2020” მიაწვდის, დასავლეთ საქართველოში არსებულ N1, N2, N3 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებს კი 49 მილიონ ლარად საკვებს შპს “დელფუდი” მიაწვდის.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში პატიმართა კვების სერვისის მიმწოდებელი კომპანია “ილი ჯგუფი” იყო, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში ბიუჯეტიდან 180 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. 2026 წლის მარტში “რადიო თავისუფლებამ” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კომპანიას აღენიშნებოდა მნიშვნელოვანი დარღვევები, რასთან დაკავშირებითაც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არაერთი დოკუმენტი ჰქონდა შედგენილი, აღნიშნულიდან მალევე უწყებამ კომპანიასთან მრავალჯერადი დარღვევების გამო კონტრაქტი გაწყვიტა.

მარტშივე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამარტივებული გზით 11 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი კომპანია “გიორგი 2020”-თან გააფორმა, რათა ახალი ტენდერების დასრულებამდე კომპანიას საპატიმრო დაწესებულებებში კვების სერვისი მიეწოდებინა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 152.4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებისთვის კომპანია “გიორგი 2020”-ს უნდა წარედგინა მინიმუმ 5 მილიონი ლარის მოცულობის გამოცდილება საზოგადოებრივი კვების სერვისის მიწოდებისთვის, ხოლო აღნიშნულ ტენდერში კომპანიამ გამოცდილებად წარადგინა სწორედ გამარტივებული შესყიდვით ისევე სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მიწოდებული მომსახურება. შესაბამისად, რომ არა აღნიშნული გამარტივებული კონტრაქტი კომპანია 152.4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში ვერ გაიმარჯვებდა.

კომპანიის ამონაწერის თანახმად, ის 2020 წელს არის დაფუძნებული, კომპანიის დირექტორია ნათია არჩვაძე, ხოლო მესაკუთრეები არიან ვახტანგ ლომინეიშვილი, ოთარ კვარაცხელია და ირაკლი ლეთოდიანი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • “მონანიება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი” – ირაკლი კობახიძე პროევროპულ აქციებზე დაკავებულების შესაძლო შეწყალებაზე
  • სახელმწიფო ტყეში ახალი სუბიექტი – ტყის მცველი ჩნდება, რომელიც მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge