ამ წუთებში მეტროსადგურ სამგორთან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.
როგორც „პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა აცნობა, მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
„ახალგაზრდა გოგოა გარდაცვლილი, მოულოდნელად გახდა ცუდად…“, – გვითხრა თვითმხილველმა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
