Thursday, May 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

May 14, 2026
გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ პროცედურების განხორციელება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით საფასური ზედმეტად ან შეცდომით გადაიხადეს, შესაძლებლობა აქვთ, 2026 წლის 14 მაისიდან 14 ივნისის 18:00 საათამდე თანხის დაბრუნების მოთხოვნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართონ.

„განცხადების წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალურად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფისში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ გადაგზავნას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eFlow) გამოყენებით.

საფასურის დაბრუნების მოთხოვნით ცენტრისთვის მიმართვა შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც რეგისტრაციის საფასური განსაზღვრულზე მეტი ოდენობით გადაიხადეს, საფასური გადაიხადეს, თუმცა სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში არ გაიარეს რეგისტრაცია და ასევე იმ აპლიკანტებს, რომლებმაც რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გამოცდაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

იმ შემთხვევაში, თუ პირმა რეგისტრაციის საფასური გადაიხადა, თუმცა არ გაიარა რეგისტრაცია, ვალდებულია შეავსოს ამობეჭდილი განცხადების ფორმა და წარადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ხოლო რეგიონებში შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს გამოსაცდელის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თუ განმცხადებელი სხვა პირია წარმომადგენლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (მინდობილობა, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა), ასევე ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები (ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება), აგრეთვე ანგარიშის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. თანხის ჩარიცხვა განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე განხორციელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ყურადღებით გაეცნონ პროცედურებს და განცხადებები დადგენილ ვადებში წარადგინონ. დეტალური ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტების, ასევე განცხადების ფორმის შესახებ, იხილეთ ბმულზე “, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეში “კანონიერი ქურდის”, ნოდარ შუკაკიძის გვარი გაქრა” – რა ინფორმაცია ვრცელდება?
  • “ნელ-ნელა გამოვდივარ შოკიდან. დაღუპული ბავშვებიდან ოთხი ჩემი ყოფილი მოსწავლეა…” – რას წერს სოციალურ ქსელში ჰამიდ ბუკოვსკი
  • ტროტუარზე დგომის საქმე – მოსამართლემ დავით პაპაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge