ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის CEO გახდა – ინფორმაციას ამის შესახებ BMG კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანია Italiana Petroli 2026 წლის მაისში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა 2.9 მილიარდ ევროდ შეიძინა.
დავითაშვილი მანამდე ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა – ის ამ თანამდებობაზე 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ივნისამდე იყო.
