Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსების საკითხს შეეხება

May 14, 2026
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსების საკითხს შეეხება

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით დაამტკიცა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის შედეგად, უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს 2030-2031 წლის ჩათვლით არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება შეუნარჩუნდებათ, არამედ მისი მოპოვების და გაუმჯობესების შესაძლებლობაც მიეცემათ.

შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმართა.

გასული წლის ბოლოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, რომელიც 2025 წლის 17 დეკემბრიდან ამოქმედდა, საგრანტო დაფინანსების სისტემა გაუქმდა. საგრანტო სისტემა მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლესს სასწავლებლებში სწავლის სრულად სახელმწიფოს მიერ დაფინანსების მოდელით ჩანაცვლდა.

იმავდროულად, 2025 წლის დეკემბრის კანონით განისაზღვრა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ იმ სტუდენტთა სწავლის დაფინანსება, რომელიც 2026 წლამდე მოიპოვეს, სახელმწიფოს მიერ 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით, იმავე ოდენობითა და პირობებით გაგრძელდებოდა, რაც სტუდენტებს ახალი კანონის მიღებამდე ჰქონდათ მოპოვებული.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, კანონში არსებული ჩანაწერი მხოლოდ იმ დაფინანსების შენარჩუნებას გულისხმობს, რომელიც სტუდენტებს უკვე ჰქონდათ მოპოვებული. უწყების განმარტებით, ეს იმ პირთა ინტერესებს გამორიცხავს, რომლებიც უნივერსიტეტში ახალი კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ – მაგალითად, ნაწილობრივი გრანტით ან გრანტის გარეშე და ჰქონდათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მეშვეობით დაფინანსების მოპოვებას ან გაზრდას შეძლებდნენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებში სტუდენტების მონაწილეობას, სოციალური პროგრამებით სარგებლობას, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დადგენილი წესით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • წყალი 10 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge