Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„კანონიერ ქურდებს” და ე.წ. ძველ ბიჭებს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

May 14, 2026
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, ადამიანზე ფიზიკურად ძალადობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებისთვის ერთ პირს ბრალდება წარედგინა

„ქურდული გარჩევების“ საქმე – საქართველოს პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, ე.წ. ,,კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და სისტემატურად „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ. ბრალდებულები როგორც ე.წ. კანონიერ ქურდებთან“ ერთად, ისე დამოუკიდებლად, მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს განიხილავდნენ, იღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოდავე მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

ასევე, ბრალდებულთა ნაწილი, თბილისის სხვადასხვა უბანში კონკრეტულ პირებს არჩევდნენ, მათი ნების საწინააღმდეგოდ ინტერნეტ ბანკის საშუალებით სესხებს ააქტიურებინებდნენ, შემდეგ კი საკუთარ ანგარიშზე რიცხავდნენ და დიდი ოდენობით თანხას მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) და 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • წყალი 10 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge