“ქართული ოცნების” წევრის, ბეჟან წაქაძის მტკიცებით, ფასებთან დაკავშირებით სახელმწიფომ თავის კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმუმი გააკეთა.
იგი აღნიშნავს, რომ ევროპასთან შედარებით გარკვეული პროდუქტები საქართველოში უფრო იაფია, ამასთან ამბობს, რომ არ შეიძლება ექსპორტი ნაკლებად შემოდიოდეს და შესაძლებელია გარკვეული პროდუქტი იაფი იყოს.
მეუღლე აწესრიგებს მაგ თემას, მე არ მცალია. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რომ სახელმწიფოს თავისი როლი ეთამაშა, რაც მას კომპეტენცია ჰქონდა, თავისუფალი ბაზარი როცა არსებობს ქვეყანაში, ამიტომ ეს იყო მაქსიმუმი.
არის პროდუქტები, რომელიც საქართველოში არის იაფი იმასთან [ევროპასთან] შედარებით ბევრად, მაგრამ როგორ შეიძლება ექსპორტი შემოვიდეს იმაზე ნაკლებად, შესაძლებელია იყოს გარკვეული პროდუქტები იაფი,” – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.
![“ეს იყო მაქსიმუმი…[ევროპასთან შედარებით] არის პროდუქტები, რომლებიც საქართველოში უფრო იაფია” – ბეჟან წაქაძე ფასების კომისიაზე](https://mix.metronome.ge/wp-content/uploads/2026/05/bejan-tsaqadze.png)