Thursday, May 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დიფ სთეითზე” მსჯელობისას, უნდა გავაცნობიეროთ, რამხელა საფრთხეზეა საუბარი – შათირიშვილი

May 14, 2026
“დიფ სთეითზე” მსჯელობისას, უნდა გავაცნობიეროთ, რამხელა საფრთხეზეა საუბარი – შათირიშვილი

ზაზა შათირიშვილი წერილს ავრცელებს, რომლითაც მედიებისთვის – TV იმედისთვის ევროპარლამენტში მუშაობის 1 წლით აკრძალვასა და მოლდოვის მიერ TV იმედისთვის, რუსთავი 2-სა და POSTV-ისთვის აკრედიტაციის არ მიცემას ეხმაურება.

შათირიშვილი კვლავ საუბრობს დიფ სთეითზე და წერს, რომ “ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტოტალურად კონტროლდება “დიფ სთეითის” მიერ”.

“საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რეალური მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია იმედს ჟურნალისტური საქმიანობა 1 წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს: იმედს, პოს ტვ-სა და რუსთავი 2-ს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.

ნათელია, რომ ეს დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გაგრძელებაა, მორიგი თავდასხმა იმ მედიასაშუალებებზე, რომლებიც “დიფ სთეითისა” და მისგან მართული ევრობიუროკრატიის დავალებებს არ ასრულებენ.

რეალურად, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტოტალურად კონტროლდება “დიფ სთეითის” მიერ!

ფაქტია, რომ “დიფ სთეითის” მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ თავისუფალი მედია სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია იმ პოლიტიკური ლიდერებისა და აქტორებისთვის, რომლებიც ერთი მხრივ მასიურად ატყუებენ ამომრჩეველს, მეორე მხრივ კი თითქოსდა ხალხის მიერ არჩეულნი, რეალურად, არა საკუთარ სახელმწიფოებსა და მოსახლეობას, არამედ “დიფ სთეითის” ინტერესებს ემსახურებიან.

ფაქტია ისიც, რომ “დიფ სთეითს” შექმნილი აქვს მთლიანად ტყუილსა და სიყალბეზე დაფუძნებული პოლიტიკური მმართველობის მძლავრი სისტემა, რომელიც პრაქტიკულად ყველა დონეზე, ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობს და ერთადერთ მიზანს – “დიფ სთეითის” გეგმების სისრულეში მოყვანას ემსახურება. ამ საკითხზე ვრცლად და ამომწურავად უახლოეს მომავალში აუცილებლად ვისაუბრებთ. მანამდე კი აღვნიშნავთ, რომ ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ხერხემალი მედია, პროპაგანდის მძლავრი ინსტრუმენტი, რომლის აქტიური გამოყენებითაც არაფორმალური ოლიგარქიული ძალები ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს უქმნიან ილუზიას, თითქოს ისინი თავად ირჩევენ ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკოსებს, ისევე, როგორც ევროპულ ბიუროკრატიას სწორედ “დიფ სთეითი” ნიშნავს.

“დიფ სთეითის” გეგმებსა და მიზნებთან დაკავშირებით მსჯელობისას, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამხელა საფრთხეზეა საუბარი. მათი ინტერესი უკვე აშკარად გამოკვეთილია და ეს ევროპის მაგალითზე ყველაზე უკეთ ჩანს – ჩვენ ვხედავთ ხელოვნურ მიგრაციას, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწევს ევროპის მოსახლეობას; ასევე, ხელოვნურად თავსმოხვეულ ფსევდო-იდეოლოგიას, რომელიც, პირველ რიგში, იდენტობისა და ეროვნული იდეოლოგიის განადგურებაზე მუშაობს. “დიფ სთეითის” გეგმის თანახმად, არათუ ტრადიციული ფორმით – ერების არსებობაა დაუშვებელი, ადამიანმა არათუ საკუთარი ისტორია და იდენტობა, არამედ ისიც კი არ უნდა იცოდეს, ქალია, თუ კაცი. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ლგბტ პროპაგანდაა, რომლის თანახმადაც ნორმალურია, თუკი კაცს უნდა, რომ ქალი გახდეს, ან პირიქით.

საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს ქვეყნების სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ მოშლა უნდა მოჰყვეს; ადამიანს აღარ უნდა ჰქონდეს არც სახელმწიფო, არც ეროვნება, ისიც კი არ უნდა იცოდეს ქალია, თუ კაცი, რათა საზოგადოებებისგან მიიღონ მასა, რომელიც “დიფ სთეითს”, უდიდესი კაპიტალის მქონე პატარა ჯგუფის მორჩილ სამუშაო ძალად ჩამოყალიბდება.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ცხადი ხდება, თუ რატომ არის “დიფ სთეითისა” და მისგან მართული ევრობიუროკრატიისთვის თავისუფალი მედია კატეგორიულად მიუღებელი, იმდენად, რომ თავისუფალი ქართული მედიის იშვიათი ვიზიტებიც კი აკრძალეს.

აშკარაა, რომ ევროპაში, რომელიც წლების განმავლობაში თავისუფალი მედიის და სიტყვის მთავარი დამცველი და გარანტი იყო, დღეს თავისუფალი მედია აღარ არსებობს!” – წერს შათირიშვილი წერილში.

ცნობისთვის, 13 მაისს TV იმედმა განაცხადა, რომ ტელეარხმა ოფიციალური წერილი მიიღო ევროპარლამენტისგან, რომლის მიხედვითაც, “იმედს” 1 წლის განმავლობაში ევროპის პარლამენტში საქმიანობა ეკრძალება. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება იმედის კვირაში გასულ რეპორტაჟის შემდეგ მიიღეს.

ამასთან ერთად, ტელეარხის ინფორმაციით, მოლდოვამ სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი უთხრა და “TV იმედი, რუსთავი 2 და POSTV ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიას”, სადაც ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროც იქნება წარმოდგენილი.

14 მაისს, TV იმედმა, ასევე განაცხადდა, რომ ევროპარლამენტში მუშაობის შეზღუდვა ასევე დაუწესდათ POSTV-სა და რუსთავი 2-ს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს 2030-2031 წლის ჩათვლით, უკვე მოპოვებული დაფინანსება არა მხოლოდ შეუნარჩუნდებათ, არამედ მისი მოპოვების და გაუმჯობესების შესაძლებლობაც ექნებათ
  • „კანონიერ ქურდებს” და ე.წ. ძველ ბიჭებს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
  • გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, პარკინგის მეთვალყურე დაჭრეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge