Thursday, May 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა განცხადებას ავრცელებს

May 14, 2026
მოკლული მასწავლებლის გიგა ვალიანის დედა საქმის “ახალ ფიგურანტს” ასახელებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“მორიგი სხდომის, მორიგი ცირკი იყო გუშინ!
ამ 7 თვის განმავლობაში, პირველად, მთელი ღამე გავათენე იმაზე ფიქრში, თუ როგორ დამეწერა პოსტი, რომ წაკითხვისას არ დაკარგულიყავით.
იმდენად ოროსანი რეჟისორის დადგმული სპექტაკლი იყო გუშინდელი ამბავი, რომ მე სერიოზულად დავიკარგე და არ ვიცი როგორ გადმოვცე.
მოკლედ, გუშინ დაიკითხა ორი მოწმე (ბიჭი და გოგო), რომლებიც ჩიქოვანის კარგი ნაცნობები იყვნენ.
ვიმეორებ, კარგი ნაცნობები იყვნენ და არა მეგობრები.
მათ თქვეს, რომ მას შემდეგ რაც გაბაშვილი დაიჭირეს და სანამ გიგა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ნახეს დაღონებული დემეტრე ჩიქოვანი, რომელიც ძაააალიან განიცდიდა, რომ კეთილშობილი ბიჭი, ვინმე გიგა ავალიანი ისე სცემა გაბაშვილმა და რიკაძემ, რომ ეს საწყალი კეთილშობილი ბიჭი კომაშია და კვდება.
თითქოს არაფერი, მაგრამ…
სად ვიკარგები იცით?
გიგა, ვიდრე დემეტრე ჩიქოვანს დაიჭერდნენ კეთილშობილი იყო და დემეტრე რომ დაიჭირეს მერე პედოფილი და ნარკომანი გახდა?
თუ რატომ ჩხაოდა ,,მოშიმშილე” დედამისი პროკურატურის წინ, ,,გამოეთრიე ნია იმნაძე და მოყევი ყველაფერს!”-ო, ან საქმის მასალებს რატომ აფრიალებდა, ,,ააა ბატონო, ნახეთ, ნარკანი აქვს გაკეთებული სასწრაფოს ექიმებს და ნარკანს ტყუილად ვის უკეთებენ?!”-ო?
კიდევ სად ვიკარგები იცით? გიგას მდგომარეობას თუ განიცდიდა ეს დემეტრე ჩიქოვანი, განცდებს რად უნდა 18-23 დღიანი ლოდინი?
18 დღის შემდეგ დაიჭირეს გაბაშვილი, 23 დღის შემდეგ გარდაიცვალა გიგა და მაგ პერიოდში ნახა ორივე მოწმემ.
ისიც ძალიან მკარგავს, ამ ,,უბრალოდ კარგ ნაცნობებს” რომ მოუყვა დემეტრე კეთილშობილი გიგას შესახებ, სხვა, მეტი ახლობელი არავინ ჰყავდა?
თუ სხვებთან არ გაჭრა ნეტა ,,მასკვა სვიაზებმა”?
(ამ ,,მასკვა სვიაზებით”, გახსოვთ ალბათ დემეტრეს ძმა, გიორგი ჩიქოვანი იწონებდა თავს.)
კიდევ ბევრგან დავიკარგე, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც რა მაოცებს იცით??
მგონი, ჩიქოვანის და ნასყიდაშვილის ადვოკატებს, მეც, პროკურორიც და მოსამართლეც დებილები ვგონივართ!
ერთი მაინც თუ ვგონივართ ოდნავ მოაზროვნე, ამდენი რამის უფლებას როგორ აძლევენ საკუთარ თავს?!?!?!
ნასყიდაშვილის ადვოკატებო, ჯერ ვის დაეკარგეთ, მაგრამ…
თქვენ რომ პოსტებს მისაჩივრებთ, მე იმ პოსტების წერისას ათასჯერ ვკვდები და ვცოცხლდები.
თქვენ რომ მაყუთს უბრიალებთ თვალებს, მე ამინდის პროგნოზს ჩავსცქერი დღეში ათასჯერ, ქარის წვიმა არ იყოს და გადახურულ საფლავში გვერდიდან წყალმა არ შემისხასთქო.
თქვენ რომ ორკესტრირებულად, არაერთხელ, წამომეჭიმეთ სასამართლოში, ჩემი გაზრდილი შვილები სალამსაც კი მოწიწებით ამბობდნენ.
ეს პოსტიც დაა-,,კოპი-პეისტ”-ეთ ახლა და შეიტანეთ სარჩელში, ვნახოთ მერე, თქვენს სასამართლოზე რომ მოვალ, თუ გიშველით ამერიკული მწვანეები.
და ბოლოს, გავიგე, რომ
ნია იმნაძის სამედიცინო ცნობისთვის მიაკითხეს უამრავ ექიმს!
ყალბი ცნობის გაცემაზე ყველა ექიმმა თქვა უარი!
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!” – წერს ეკა კუპატაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სტიქია რაჭაში – რა ვითარებაა ადგილზე
  • დააკავეს პირი, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვან გერსა და მეუღლეზე ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა
  • მამუკა მამულაშვილი უკრაინაში 10 საუკეთესო სამხედროს შორის დაასახელეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge