Wednesday, May 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი პატრიარქ შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს

May 13, 2026
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი პატრიარქ შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს

შიო III – საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი ჰყავს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი პატრიარქ შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს:

„სახელითა უზენაესისა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მის უწმინდესობა შიო III-ს
მე როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქართველი ერის უძველესი ისტორიის, სულიერი იდენტობისა და ფასდაუდებელი მემკვიდრეობისადმი ღრმა პატივისცემის გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება და ყურადღება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიმდინარე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მოვლენებზე.
ქართველმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან მტკიცედ დააკავშირა თავისი რწმენა, რელიგია, ეროვნული კულტურა და ისტორიული იდენტობა, ხოლო მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საზოგადოების ერთიანობის, ზნეობრივი ურთიერთობების, ტრადიციებისა და ქრისტეანობაზე დაფუძნებული ეროვნული ერთსულოვნების განმტკიცებაში.
ასეთი მდგომარეობა ცხადჰყოფს იმ ერის ღრმა ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც აღმავლობისა თუ ძნელბედობის მიუხედავად, ყოველთვის მყარად იდგა თავის სულიერ და ზნეობრივ პრინციპებზე.
იმ ვითარებაში, როდესაც თანამედროვე სამყარო რთული კულტურული და სოციალური გამოწვევების წინაშე დგას, რელიგიური ინსტიტუტების როლი მშვიდობის, სოციალური ერთიანობისა და თანასწორობის შენარჩუნებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამ მხრივ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდში კოლექტიურ სიბრძნეზე, წინდახედულობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული პროცესები უაღრესად საყურადღებოა, რაც წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაში რელიგიური სიბრძნის უძველესი ტრადიციის უწყვეტობას.
ირანის ისლამური რესპუბლიკა, მორალური პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფის ფონზე, რაც გამოხატულია დიდი სახელმწიფოების აგრესიულ და ოკუპაციურ მოქმედებებში, ყოველთვის პატივს სცემს სულიერ და ზნეობრივ ღირებულებებს, რელიგიურ რწმენას და რელიგიური ინსტიტუტების ადგილს ერების იდენტობაში.
ირანი მიიჩნევს, რომ რელიგიებსა და კულტურებს შორის დიალოგით მომზადდება სათანადო ნიადაგი ურთიერთგაგების, მდგრადი მშვიდობისა და ერებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობისთვის.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი და რელიგიური პასუხისმგებლობა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ მსახურებაში, სიბრძნესთან, ზომიერებასთან და მშვიდობასთან ერთად, კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, იმედს და სულიერ სრულყოფილებას მოუტანს ქართულ საზოგადოებას.
ყოვლისშემძლე უფალს შევთხოვთ თქვენი უწმინდესობის წარმატებას, მისი უწმინდესობა ილია II-ის სულის მარადიული დიდებას და საქართველოს ხალხის დღეგრძელობას, ღირსებას, მშვიდობასა და წინსვლას“, — წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სეიედ აბას არაღჩი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი პატრიარქ შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • დონალდ ტრამპი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge