ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც პარტია “დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას მოსკოვიდან რუბლებში დიდი ოდენობით თანხა ერიცხება.
“ელენე ხოშტარია, „ანტი-რუსი’“ „ანტი-ოკუპანტი,“ „პრო-ევროპელი,“ „პრო-დასავლეთი, „ მოკლედ თავგამოდებული „ოპოზიციონერი“, „დროა“-ს ლიდერი და ბევრი ხმაურისა თუ აქციის მონაწილე და ორგანიზატორი…უცბად აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ხოშტარიას ოჯახი მილიონობით რუბლს იღებს რუსეთიდან. ესო ჰონორარიაო, არც უარყოფს ხოშტარია, მაგრამ წამით არავის, არავის ოპოზიციური სპექტრიდან არ უჩნდება ან პროტესტი ან უხერხულობა, რომ მათი აქტიური წევრი ცალი ხელით რუსებს ეომება და მეორე ხელით რუსულ რუბლს იღებს სიამოვნებით?! ან ვის გაუჩნდება ეს პროტესტი, როდესაც რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფია ჰყავთ პარტიის ლიდერად, ნინო ბურჯანაძე გვერდით უზით, და საერთოდ 2008 წლის ომის შემდეგ ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს გადასცეს! აი, ხალხს კი უჩნდება პროტესტი გრძნობა და იმიტომაც გახადეს რეიტინგ და ზნედაცემულებიც!” – წერს ნიკოლეიშვილი