Wednesday, May 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქსელური მარკეტების ნაწილში ფასდაკლებული სასურსათო პროდუქტების კალათა გამოჩნდა

May 13, 2026
ქსელური მარკეტების ნაწილში ფასდაკლებული სასურსათო პროდუქტების კალათა გამოჩნდა
ფქვილი, შაქარი, მაკარონი, ვერმიშელი, შვრიის ფანტელი, ქათამი, კვერცხი, ტკბილეული, კარაქი და რძის პროდუქტები – დაანონსების შემდეგ, ქსელური მარკეტების ნაწილში ფასდაკლებული სასურსათო პროდუქტების კალათა გამოჩნდა.
 მარკეტების ნაწილში 1 ლიტრი რძე 5.50 ლარის ნაცვლად 3.60 ლარად იყიდება; 1კგ შაქარი კი 1.99 ლარი ღირს 2.55 ლარის ნაცვლად; ხორბლის ფქვილი – 3.99 ლარი 4.50 ლარის ნაცვლად; 200 გრამი კარაქი – 5.99 ლარი, 11.95 ლარის ნაცვლად; 400გ მაწვნის ფასი კი 1.99 ლარია 2.95 ლარის ნაცვლად; ქსელური მარკეტების ნაწილის დახლებზე 1 ცალი ავოკადო 2.95 ლარი ღირს 3.90 ლარის მაგივრად; 1 კგ ფორთოხალი 3.29 ლარი 3.95 ლარის ნაცვლად. 1 კგ ანანასი კი 6.49 ლარი 7.95 ლარის ნაცვლად.
 BPN-თან საუბრისას რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელმა სოფო ქაშაკაშვილმა თქვა, რომ ფასდაკლებები ცალკეულმა ქსელებმა უკვე დაიწყეს, ხოლო კვირის ბოლომდე დარჩენილი ქსელებიც სრულად აითვისებენ ამ პროცესს. მისი განცხადებით, ფასდაკლებულ პროდუქტების კალათაში მომხმარებლებს 10-დან 15-მდე პროდუქტი დახვდებათ.
 “ეს არის სოციალური პროდუქტები: მაკარონი, წიწიბურა, ზეთი, პური, კვერცხი, ბრინჯი და გარკვეულ შემთხვევებში, ალბათ რძის პროდუქტებიც. ამის შესახებ ქსელები ინდივიდუალურად განაცხადებენ.
ჩვენ ვერ ვაერთიანებთ მიდგომას, რადგან კანონი არ გვაძლევს უფლებას, გვქონდეს საერთო ფასი – უნდა იყოს კონკურენცია. ამიტომ, ინდივიდუალურად არ მაქვს ინფორმაცია, ვინ რა აქციას სთავაზობს მომხმარებელს, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ პროცესი უკვე დაწყებულია.
შესაძლოა, იყოს რამდენიმე დასახელების ბრინჯი, რამდენიმე დასახელების ზეთი და სწორედ ასე გამოვიდეს 15 დასახელების პროდუქტი. საბოლოო ჯამში, საუბარია, 10-15 დასახელების პროდუქტზე, თუმცა, შესაძლოა, 10-ვე პროდუქტზე ერთდროულად ფასდაკლება არ იყოს“ – განაცხადა სოფო ქაშაკაშვილმა BPN-თან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „სად ჯილდო და სად კორუფცია?“ – ვასილ ჩიგოგიძე
  • ქსელური მარკეტების ნაწილში ფასდაკლებული სასურსათო პროდუქტების კალათა გამოჩნდა
  • პოლიცია რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლებს აქციის გამართვის უფლებას არ აძლევს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge