რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლები არიან შეკრებილები და აქციის გამართვას გეგმავენ, თუმცა პოლიცია მათ ამაზე უარს ეუბნება.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ აქციის მონაწილეები მოქალაქეების გადაადგილებას უშლიან ხელს. არადა, მძღოლებმა აქციის გამართვის შესახებ განცხადებით შესაბამის უწყებას რამდენიმე დღით ადრე მიმართეს.
“ჩვენ წერილები გავაგზავნეთ შესაბამის ორგანოებში. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ დრევანდელ დღეს, 13 მაისს ვაპირებდით შეკრებას და ჩვენი თავისუფალი აზრის გამოხატვას. სამწუხაროდ, ამ წუთას პოლიციიდან მოვიდნენ წარმომადგენლები და მათ ჩენ გვითხრეს უარი, მანქანებით არ შეგიძლიათ გამოხატოთ პროტესტი და ისე შეიკრიბეთო და თბილისში, სამწუხაროდ, არ არის იმდენი საპარგინკე სივრცე, რომ ეს მანქანები აქვე ახლლო-მახლოს გადანაწილდეთ.
ჩვენი მოთხოვნები გახლავთ, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთი, კეთილსინდისიერი სამუშაო პირობები შექმნა, რაც სამწუხაროდ, ამ წუთას საქართველოს ბაზარზე ძალიან ძნელია. ჩვენ რა შრომასაც დღის განმავლობაში გავდივართ თითოეული ტაქსის მძღოლი, კურიერი თუ სხვა, იმ ანაზღაურებას ვერ ვღებულობთ, რაც ფიზიკური ჯაფიდან გამომდინარე ვენ გვიწევს”, – ამბობს პროტესტის მონაწილე.
აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ არ დაიშლებიან იქამდე, ვიდრე ადგილზე კომპანიის წარმომადგენლები არ გამოჩნდებიან და მათ კითხვებს არ უპასუხებენ.
შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძღოლები ოთხ დიდ ქალაქში გაიფიცნენ. თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში დასაქმებული მოქალაქეები შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ.
მძღოლების თქმით, არსებული პირობებით მუშაობა აღარ უღირთ და ყოველდღიური შემოსავალი ხარჯებს ვეღარ ფარავს. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიებმა ტარიფების ცვლილებაზე უარი განაცხადეს.
