გზის გადაკეტვის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ლაშა ჩხარტიშვილი და თამარ ჯაჯანიძე ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო აუცილებლად დაადგენს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ მათთან მიმართებით კანონი დაარღვია.
“როდესაც თითოეული ჩვენგანი შეეცდება ევროსასამართლოს მიმართოს, ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო გააქტიურდება დასავლეთის მხრიდან ზეწოლა არალეგიტიმურ რეჟიმზე, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი დაინახავენ, მასობრივად როგორ ხდება ათასობით ადამიანის წინააღმდეგ გამოყენება როგორც ჯარიმების, ასევე პოლიტიკური პატიმრობისა. ამ ერთ წელში მე სტრასბურგის სასამართლოში ორი საჩივარი შევიტანე. ორივე წარმოებაში მიღებულია, მესამე ახლა მზადდება. წინა რეჟიმის და ამ რეჟიმის კვალობაზე, მე ვარ ერთადერთი რეკორდსმენი, რომელსაც უკვე სამჯერ მაქვს გამარჯვება მოპოვებული”, – ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.
უფლებადამცველის თქმით, ასევე მზადდება არაერთი სარჩელი, ე.წ. ტროტუარის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც აუცილებლად წავა ევროპულ სასამართლოში.
