საფრანგეთის რეზოლუციის შემდეგ “ტვ პირველმა” “ოცნების” დეპუტატებს ჰკითხა, ელოდებიან თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. დეპუტატი ეკა ჭიჭინაძე ამბობს, რომ ამ საფრხის ქვეშ ჯერ სალომე ზურაბიშვილია.
“ჯერ სალომე ზურაბიშვილს” – ეკა ჭიჭინაძე.
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა – რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა და 28 კი წინააღმდეგი იყო.
დოკუმენტის ავტორი, რომელიც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, თავის პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში, განიხილოს ინდივიდუალური სანქციების დაწესება “ქართული ოცნების” წევრებისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გუნდის წევრი კონსტანს ლე გრიპია.
რეზოლუცია “გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ მიმართულებას, ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, შეზღუდვებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას.”
რეზოლუციაში ფრანგი დეპუტატები ივანიშვილის გუნდის წევრებისთვის არა მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას, არამედ აქტივების გაყინვასაც ითხოვენ.
![“[ივანიშვილის] დასანქცირება არ არის საფრთხე… საფრთხე აქვს სალომე ზურაბიშვილს” – ეკა ჭიჭინაძე](https://mix.metronome.ge/wp-content/uploads/2026/05/BeFunky-collage-80-1140x769.jpg)