თბილისისა და ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ჰაერის დაბინძურების მომატებული მაჩვენებლები დაფიქსირდა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პორტალის მონაცემებით, ცალკეულ ლოკაციებზე აზოტის დიოქსიდისა (NO₂) და ბენზოლის (C₆H₆) კონცენტრაცია ნორმას აღემატება.
ამ დროისთვის ჰაერის ხარისხი „ცუდად“ ფასდება შემდეგ მისამართებზე:
თბილისი, რუსთაველის გამზირი N6 — მომატებულია აზოტის დიოქსიდის (NO₂) მაჩვენებელი;
ბათუმი, მაიაკოვსკის ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორია — მომატებულია აზოტის დიოქსიდის (NO₂) დონე;
ბათუმი, ბაქრაძის ქუჩა N28, ტერმინალის მიმდებარე ტერიტორია — დაფიქსირებულია ბენზოლის (C₆H₆) მომატებული კონცენტრაცია.
რაც შეეხება ქვეყნის დანარჩენ რეგიონებს, მონიტორინგის პორტალის მონაცემებით, საქართველოს სხვა ქალაქებში ჰაერის ხარისხი ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი, კარგი ან ძალიან კარგია.
