რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, რომ საქართველო „ბრიუსელის ბრძანებით“ რუსეთთან სატრანსპორტო კავშირს არ გაწყვეტს და ევროკავშირის სანქციებს არ შეუერთდება. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
რუსი პოლიტიკოსის მტკიცებით, რომ ევროკავშირის მოთხოვნები თბილისის მიმართ „ბრიუსელის მხრიდან შანტაჟია“.
„ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შანტაჟს მისი საკუთარი მისწრაფებებით“, — განაცხადა დეპუტატმა.
ზატულინის თქმით, ბრიუსელი ცდილობს თბილისს მოსკოვთან კონფრონტაციისკენ და ფაქტობრივად „რუსეთის წინააღმდეგ სამხრეთით მეორე ფრონტის გახსნისკენ“ უბიძგოს.
დუმის დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის კონფლიქტების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება არ არის მზად, ევროკავშირის პოლიტიკის გამო საკუთარი ინტერესები გაწიროს.
