ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი იმ მღვდელმთავართაგან ერთ-ერთია, ვინც სინდისის პატიმრების შეწყალებაზე პატრიარქის მხრიდან საუბრის დაწყებას ემხრობა.
როგორც სასულიერო პირმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, მისი უწმინდესობა აპირებს, მიმართოს ყაველაშვილს პატიმრების შეწყალებაზე, თუმცა, რა პასუხს მიიღებს, ამაზე საუბარი არ შეუძლია.
მე, როგორც ერთ-ერთი მღვდელმთვარი, თანახმა ვარ, რომ პატიმრების შეწყალება მოხდეს, მამა ანდრიამაც აღნიშნა, რომ მომავალში აპირებს მისი უწმინდესობა კიდევ ერთხელ მიმართოს პრეზიდენტს შეწყალებაზე, რომ შეიყალოს პატიმრები, თუმცა, პასუხს ვერ ვიტყვით, რა იქნება და როგორ, რადგან ეს უკვე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, – თქვა მან.
სასულიერო პირის თქმით, დღეს ყველაზე დიდი პრობლემა გაერთიანებაა და სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მოლოდინი აქვთ.
ყველაზე დიდი პრობლემა, რაც არის ეს არის პოლარიზაცია, დაყოფა ადამიანების. ჩვენ უნდა ვისაუბროთ და შევთანხმდეთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ეკლესიის წინაშე დგას და ყველაზე მთავარი არის პოლარიზაცია ხალხის და შერიგება. პატრიარქს რა თქმა უნდა შეუძლია, მის სიტყვას ძალა აქვს, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იმუშაოს ამისთვის.
… მამა ანდრია ჯაღმაიძემაც აღნიშნა ეს საკითხი, სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით, შესაძლებელია, კიდევ ერთხელ დადგეს მიმართვა შეწყალებასთან დაკავშირებით,- განაცხადა მეუფემ.
