რუსეთის კრასნოდარის მხარის გულკევიჩის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში მეცხრეკლასელმა პნევმატური პისტოლეტიდან სკოლის მოსწავლეებს ესროლა.
“სკოლაში დაახლოებით მოსკოვის დროით 07:45 საათზე მივიდა, დაელოდა ზარის დარეკვას და გაკვეთილების დაწყებას, ჯერ იმ ოთახში შეიჭრა, სადაც მისი თანაკლასელები იმყოფებოდნენ და ისროლა, თუმცა არავის მოხვედრია. ამის შემდეგ ის დერეფანში გაიქა, სადაც შეხვდნენ ბავშვები, რომლებიც კაბინეტიდან ფიზკულტურის გაკვეთილზე გამოჰყავდათ, მათგან ორი დაშავდა. შემდეგ ყველა გაიქცა, ის კი სკოლიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით დააკავეს“ – წერს რუსული მედია.
16 წლის მოზარდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა. წინასწარი ინფორმაციით, დაზარალებულებს ამჟამად საფრთხე არ ემუქრებათ.
