Friday, May 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს მთავრობა შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის 10%-დან 15%-მდე ზრდას გეგმავს

May 12, 2026
საქართველოს მთავრობა შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის 10%-დან 15%-მდე ზრდას გეგმავს

საქართველოს მთავრობა შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის ამჟამად არსებული 10%-დან 15%-მდე ზრდას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე დაყრდნობით ავრცელებს.

წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში 10%-ის ლიმიტი დარჩება, ხოლო სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში კი ლიმიტი 15%-მდე გაიზრდება.

ეს ნიშნავს, რომ თუ რომელიმე კონკრეტულ უწყებას განსაზღვრული აქვს 300 ადამიანის შტატი, მას დამატებით, შტატგარეშედ 30-ის ნაცვლად 45 ადამიანის დასაქმება შეეძლება.

ცნობისთვის, 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის ანგარიშის თანახმად, შტატგარეშე მოხელეთა მიერ მიღებული ანაზღაურება 154.4 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 1.5 მილიონი ლარით მეტია.

ამასთან, bm.ge-ის ცნობით, ამავე პერიოდში შტატით დასაქმებული მოხელეების ანაზღაურება იყო 775 მილიონი ლარი. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 154 მილიონი ლარი წარმოადგენს 775 მილიონი ლარის 20%-ს. ანუ ფაქტობრივად, 2026 წლის პირველ კვარტალში შტატგარეშე მოხელეებმა, რომელთა რაოდენობაც უცნობია, აიღეს 117,000 საჯარო მოხელის მიერ ჯამურად აღებული 775 მილიონი ლარის ხელფასის 20%-ის ტოლფასი თანხა. ეს კი შეიძლება მიანიშნებდეს ორ შესაძლო გარემოებაზე – რომ შტატგარეშე მოხელეთა ხელფასი საშუალოდ უფრო მეტია ვიდრე შტატით დასაქმებული პირების ანაზღაურება, ან ის რომ სახელმწიფო უწყებებში ამჟამად იმდენად მკვეთრად ირღვევა შტატგარეშე მოხელეთა რაოდენობის 10%-ის ლიმიტი, რომ ის ფაქტობრივ რეალობას აღარ შეესაბამება და მთავრობა იძულებულია დადგენილი ზედა ზღვარი ამჟამად არსებულ რეალობას დაუახლოვოს. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არაერთ ანგარიშში აღნიშნულია რომ სახელმწიფო უწყებებში დარღვეულია შტატგარეშე მოხელეთა რაოდენობის ლიმიტები, რადგან მთავრობის ნებართვის გარეშე მათში დასაქმებულთა 10%-ზე მეტი შტატგარეშეა.

განაგრძეთ კითხვა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • გერმანიიდან საქართველოში ავტომობილის ჩამოყვანა გართულდა – რატომ აღმოჩნდა საქართველო შავს სიაში?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge