შვეიცარიის საელჩო შიო III-ს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ტახტზე აღსაყდრებას ულოცავს.
“გულითადად ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს აღსაყდრებას.
ვუსურვებთ მის უწმინდესობას მრავალჟამიერ და ნაყოფიერ მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მორწმუნეთა საკეთილდღეოდ”, – აღნიშნულია შვეიცარიის საელჩოს განცხადებაში.
ქვეყანას ახალი პატრიარქი ჰყავს – თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ეპოქის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ეტაპი დაიწყო – შიო III სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტია.
