პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პროევროპულ აქციებზე დაკავებულების შესახებ დასმულ კითხვას არ უპასუხა – სასულიერო პირმა არ ისურვა საუბარი იმის შესახებ, დააყენებს თუ არა ახალი პატრიარქი დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს ხელისუფლებასთან.
პროტოპრესვიტერმა მხოლოდ საპატრიარქო არჩევნები შეაფასა და თქვა, რომ იოტისოდენა ეჭვიც კი არ არსებობს საღვთო სამართლიანობასთან დაკავშირებით – “ყველაფერი შესრულდა ისე, როგორც უნდა შესრულებულიყო”.
„უდიდესი პატივისცემა და მადლიერება ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ იოტისოდენა ეჭვიც კი არ არსებობს საღვთო სამართლიანობასთან დაკავშირებით, ყველაფერი შესრულდა ისე, როგორც უნდა შესრულებულიყო.
აღსაყდრების მსახურება არის დიდკურთხევანში. პატრიარქის ღირსებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესია საპატრიარქო ღირსების გახლავთ, პატრიარქის ღირსება აღსაყდრების მსახურებაზე გამოკვეთილია, რაც ვლინდება დასაწყისიდანვე, გარკვეულ დროს მას გადასცემენ საპატრიარქო კვერთხს, გარკვეულ დროს მანტიით შემოსავენ და ეს წმინდა ლიტურგიაშია ჩართული. უპირატესი მღვდელმთავრები მსახურობენ, ეს ყველაფერი გაწერილია. აღსაყდრების წესი უკვე ცალკეც არის აღებული კურთხევანიდან და შესაძლოა გამოქვეყნდეს, ყველას შეეძლება უყუროს“,- აღნიშნავს მამა გიორგი ზვიადაძე.
