ჟურნალისტი გიგლა გობეჩია გადაცემა „პრაიმ შოუს“ ესტუმრა, სადა პარანორმალურ მოვლებეზე და ამ საკითხთან დაკავშირებით მის მიერ შეგროვებულ საბუთებზე ისაუბრა. მან ასევე გაიხსენა თუ როგორ გამართა ცეკამ დახურული შეკრება, რადგან იმ პერიოდში მსგავს თემებზე საუბარი იკრძალებოდა.
„შევხვდი ადამიანს, რომელიდ ღესაც ჩემი სულიერი დაა. ეს ხდება 1970-იან წლებში, ვარ სტუდენტი, ეს ქალბატონი ეხლაც ცხოვრობს ზუგდიდში, არის საოცარი ვიღაც. 1979-80 წელს მან მითხრა რომ დავკარგავდით აფხაზეთს, საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა. ამ ქალმა დამაფიქრა, რომ სამყარო არ არის ისე მწოყობილი როგორც გვასწავლიან.
1989 წლის 24 აგვისტოს დაიბეჭდა ჩემი ვრცელი წერილები სათაურით – „მფრინავი თეფშები ანუ როცა ჩვენც გავიზრდებით“. ამას მოჰყვა საოცარი გამოხმაურება, იმ დონეზე, რომ ჩემი რედაქტორი დაიბარეს ცეკაში, იმიტომ, რომ აი როგორ გავბედეთ ჩვენ ამის დაწერა,საბჭოთა იდეოლოგიის წინააღმდეგ წავედით. 1990 წლის 11 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დახურული სხდომა გაიმართა, ამ სხდომის შემდეგ აკადემიკოსმა პრეზიდენტმა თავხელიძემ კასეტა წაართვა ოპერატორს. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ იქ დოკუმენტურად იღო აღბეჭდილი ყველაფერი და გვყავდნენ ჩაწერილი მოწმეებიც. ჩემი პუბლიკაციების შემდეგ გამომეხმაურა ბატონი მერაბ ბერძენიშვილი და მიამბო, რომ წყნეთის აგარაკიდან დაინახა გაჩერებული მფრინავი თეფში, რომელიც შემდეგ დაიძრა და გაფრინდა” – იხსენებს გობეჩია