Tuesday, May 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გამოქვეყნდა მეუფე ისაიას სიტყვა საეკლესიო კრებაზე

May 12, 2026
გამოქვეყნდა მეუფე ისაიას სიტყვა საეკლესიო კრებაზე

ვრცელდება ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას სიტყვა საეკლესიო კრებაზე.

სიტყვაში მეუფე აღნიშნავს, რომ “პასუხისმგებლობის უდიდესი ტვირთი დაეკისრება ყველას და რაღა თქმა უნდა, უპირველესად ახალგამორჩეულ პატრიარქს”.

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფეო შიო, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო, ყოვლადუსამღვდელოსნო მეუფენო, მამანო, დედანო, ქალბატონებო და ბატონებო.

უდიდესი მნიშვნელობისაა დღევანდელი საპატრიარქო არჩევნების დღე ჩვენი ერისა და ეკლესიის ისტორიაში… და სწორედ ამით მინდა დავიწყო და ჩემი ხმა შევუერთო ხალხის მიერ პატივისცემის, მადლიერებისა და სიყვარულის ხმას, რაც მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა. ამ დღეებში ბევრი ვიდეო – თუ აუდიო ჩანაწერი მოვისმინეთ და ერთგან მისი უწმინდესობა თავმდაბლობითა და ღიმილით ბრძანებდა: „მე რაც შემეძლო, ის გავაკეთე და ახლა უკეთესი სხვამ გააკეთოს…“ ეს სიტყვები ანდერძიცაა, პასუხისმგებლობაც და უდიდესი ნდობაც – ჩვენდამი გაცხადებული…

ჩვენ ახლა ვცხოვრობთ იმ დროსა და ეპოქაში, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ოფლსა და სისხლს ღვრიდნენ. დღეს გვაქვს ეს დიდი ბედნიერება, რასაც ნატრობდნენ ჩვენი ღირსეული წინაპრები: სახელმწიფოებრივი და ეკლესიური დამოუკიდებლობა, გვაქვს სახელმწიფო, გვყავს ჩვენი საკუთარი ხელისუფლება, საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტები. ახლა კი აქ, ამ ტაძარში შევიკრიბეთ, რათა ავირჩიოთ ჩვენი სულიერი მამამთავარი…

როგორი დიდი პასუხისმგებლობაა ეს, უპირველესად ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე!.. და უნებურად დიადი ვაჟას ლექსიდან კაცს გაგახსენდება სიტყვები: „ტანზე ამასხა ეკალი საფლავთ წინაპართ კვნესამა, აკლდამებიდან მწყრომარედ იმათმა გადმოხედვამა“. და ამ საფლავებიდან „მწყრომარე“ მზერით პირველი წარმოგვიდგება თვალწინ წმინდა ილია მართალი, რომელიც ამბობს: „არა, არ ვუქებ ვაჟკაცსა კაცთა მუსრვას და ომსაო!.. ვაჟკაც იგია, ვინც მართალს ეტყვის ქვეყანას მცდომსაო; ვინც არ შეუდრკა მრავალსა, ხშირად მართლისთვის მწყრომსაო, ვინც კრავს უმანკოს ეკრძალვის და პირში უდგა ლომსაო“. სიბრძნეს და სწორედ ასეთ ვაჟკაცობას, სიმტკიცესა და მოკრძალებას ვუსურვებთ ჩვენს მომავალ პატრიარქს!

თუ რა იქნება არჩევნების შედეგი, ხომ ყველანი ვნახავთ და ისევ ხომ ამქვეყნისა და ამ ეკლესიის შვილებად ვრჩებით. პასუხისმგებლობის უდიდესი ტვირთი დაეკისრება ყოველ ჩვენგანს და, რაღა თქმა უნდა, უპირველესად ახალგამორჩეულ პატრიარქს – „თანასწორთა შორის უპირატესს“.

და, დასასრულ, მსგავსად ნიკოლოზ ბარათაშვილისა: „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს, განწირულის სულისკვეთება და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება…“

დაე, ეს გზა იყოს აღსავსე ჭეშმარიტებით, სიყვარულითა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით,” – ნათქვამია მეუფე ისაიას სიტყვაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხეილ სააკაშვილი ახალ პატრიარქს მიმართავს
  • ქართველი მორაგბე გარდაიცვალა
  • გამოქვეყნდა მეუფე ისაიას სიტყვა საეკლესიო კრებაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge