პატრიარქ შიო III-ს გააჩნია ის ინტელექტუალური რესურსი, წარსული, აწმყო, რომლითაც შეუძლია გაყვეს ამ გზას, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე, ილია მეორემ გაკვალა – მივულოცავ მასაც და რასაკვირველია, მთელ საზოგადოებას, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ეკლესიის სათავეში მოვიდა ადამიანი, ვინც თავის დროზე ილია მეორემ გამოარჩია.
“საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბარი წარსულ დროშიც კი ძალიან რთულია და რასაკვირველია, ეს სერიოზული თამასაა. როგორც თავად აღნიშნა, საკმაოდ მძიმე ჯვარია. ის პასუხისმგებლობა და ტრადიცია, რაც ეკლესიას გააჩნდა არა მარტო მსახურებისა, არამედ ადამიათა შორის ურთიერთობისა და ის უამრავი სიკეთე, რაც ილია მეორემ დათესა, არის აღმოცენებული ის ურთიერთობები, რომელიც საქართველოს ახასიათებს, ის დიდი სიყვარული, სათნოება, მიუხედავად იმ რთული სიტუაციისა, მათ შორის, საზოგადოებაში, რასაკვირველია, ეკლესია ყოველთვის პოზიტიურ როლს თამაშობდა. აწ უკვე პატრიარქ შიოს გააჩნია ის ინტელექტუალური რესურსი, წარსული, აწმყო, რომლითაც შეუძლია გაყვეს ამ გზას, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე ილია მეორემ გაკვალა. ასე რომ, მივილოცავ მასაც და რასაკვირველია, მთელ საზოგადოებას. ეკლესიის სათავეში მოვიდა ადამიანი, ვინც თავის დროზე ილია მეორემ გამოარჩია და დღეს სამღვდელოებამ, მაღალმა იერარქებმა მხარი დაუჭირეს მას. ყველას მივილოცავ, მათ შორის, მათაც, ვისაც სხვა არჩევანი ჰქონდა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენ ყველას, პირადად მეც, ზოგადად, მრევს, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა და გამორჩეულობისა, რომ სწორედაც ეს იქნება ჩვენი გარკვეული ვალის მოხდა პატრიარქ ილია მეორის მიმართ, რომ გვიყვარდეს და მხარში ამოვუდგეთ ეკლესიას და ეკლესიის მმართველობასაც, რათა შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა, ქართული ტრადიცია, ჩვენი მრწამსი და ვთესოთ სიკეთე, მათ შორის, არა მხოლოდ ქრისტიანთა შორის. მე ვფიქრობ, ამას წარმატებით გაართმევს თავს პატრიარქი შიო მესამე”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს.
