Monday, May 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ძლიერი საქართველო – ლელო” მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს

May 11, 2026
“ძლიერი საქართველო – ლელო” მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს

“ძლიერი საქართველო – ლელო” მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.

გვჯერა, რომ ახალი პატრიარქის ხელმძღვანელობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ერთიანობის, საზოგადოებრივი თანხმობის, სულიერი სიმშვიდის მიღწევისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების საქმეში – წერია განცხადებაში.

“საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღვარი ჰყავს — წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, მცხეთა – თბილისის მთავარეპისკოპოსად და ბიჭვინთისა და ცხუმ- აფხაზეთის მიტროპოლიტად არჩეულ იქნა შიო მესამე (მუჯირი) .
კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელო“ ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას.
დღევანდელ დღეს განსაკუთრებული პატივით ვიხსენებთ ილია II-ის უდიდეს ღვაწლს საქართველოს სახელმწიფოს, ეკლესიისა და ქართველი ხალხის წინაშე. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა დაკავშირებულია ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასთან, საეკლესიო და სულიერი ცხოვრების აღორძინებასთან და ურთულეს ისტორიულ ეტაპებზე საზოგადოების გამთლიანებისადმი მუდმივ ძალისხმევასთან.
გვჯერა, რომ ახალი პატრიარქის ხელმძღვანელობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსეულად გააგრძელებს ამ ისტორიულ მისიას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ერთიანობის, საზოგადოებრივი თანხმობის, სულიერი სიმშვიდის მიღწევისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების საქმეში.
ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ძლიერი და თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემას, რელიგიური თავისუფლების დაცვასა და სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, სადაც თითოეული ინსტიტუცია საკუთარი პასუხისმგებლობით ემსახურება ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობას.
ღმერთის შეწევნით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ახლადარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქსა და სრულიად საქართველოს მშვიდობა, ერთობა და ღირსეულ მომავალი ჰქონოდეს!”- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] გახდა. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
  • “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განცხადებას ავრცელებს
  • “ძალიან გახარებული ვარ…ვფიქრობ, რაღაც გარდამტეხი იქნება მეუფე შიოს მოსვლა საპატრიარქო ტახტზე” – ლაშა პაპაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge