წალკის კანიონის პანორამული ხიდის გახსნაზე ისრაელის კომპანია KASS LAND-ის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე თორდიამ განაცხადა, რომ წალკის კანიონის შუშის ხიდზე მდებარე კაფე-ბარი, ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით, გინესის რეკორდებში მოხვდება.
“240-მეტრიანი შუშის ხიდი, რომლის შუაგულში დაკიდებულია შუშის კაფე-ბარი, უკვე დასრულებულია და ჩვენ გავდივართ პროცედურებს, რომელიც დასრულდება 2022 წლისთვის. ჩვენ ამ საოცარ ნაგებობას, ხიდზე დაკიდებულ ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით ვიხილავთ გინესის რეკორდების წიგნში.
აგრეთვე, მინდა გაცნობოთ, ეს არის ჩვენი ინვესტიციის მხოლოდ პირველი ნაწილი. ახლა კი ვაანონსებ რამდენიმე მილიონიანი ლარის ინვესტიციას, რომელიც განხორციელდება მიმდებარე ტერიტორიაზე და ჩვენ ვაპირებთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური აკვაპარკის მშენებლობას და დამატებით აშენდება 200 ვილა. რა თქმა უნდა, დიდი იმედი გვაქვს სახელმწიფოს მხარდაჭერის. ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ წალკა ვაქციოთ მსოფლიო ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად,” – განაცხადა ეკატერინე თორდიამ.