Monday, May 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების ფარგლებში დაკავებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

May 11, 2026
სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების ფარგლებში დაკავებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების ფარგლებში დაკავებულების – ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ირაკლი მიმინოშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე პაატა სილაგაძემ მიიღო.

პროცესზე მსჯავრდებულებმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლეს, რის შემდეგაც მოსამართლემ ადგილზე თათბირის პრინციპით გადაწყვეტილება გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მათ ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. სამ მათგანს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურა სამივეს 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას სდებდა ბრალად.

დანარჩენ 5 ბრალდებულს: ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ პირებს პროკურატურა 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხეილ ყაველაშვილი მეუფე შიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
  • “გვჯერა, ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელებს, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა დაიწყო” – დეკანოზი შალვა კეკელია
  • მიხეილ სააკაშვილის მიმართვა პატრიარქ შიო III-ს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge