საეკლესიო კრებას მოსაყდრე შიო მუჯირმა მიმართა:
“დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი, სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ახალი მწყემსმთავარი.
რა თქმა უნდა, თანამედროვე ცხოვრების ქარტეხილების, დიდი ისტორიული გამოცდილების და ღვთივგამორჩეული პიროვნებების ღვაწლის ფონზე, განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ჩვენი არჩევანი ღვთისა და ერის წინაშე. მაგრამ ამავდროულად, ეს მოვალეობა გვაძლევს ძალას და იმედს, რომ უფლის შეწევნით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი ჭეშმარიტი რწმენის, ქართული ენის, ტრადიციების და ისტორიული მეხსიერების დამცველი, კვლავაც ამ გზით გააგრძელებს სვლას. მადლობა ღმერთს, რომ დღეს აქ შეკრებით, მშვიდობით და ერთობით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას. უფალმან ძალიერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ამინ. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელი ეკლესიის მე-14 საეკლესიო კრებას გახნილად ვაცხადებ” – შიო მუჯირი.
ამ წუთებში სამებაში საეკლესიო კრება მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევენ.
