Monday, May 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამ წუთას არაფერი მაქვს სათქმელი – ახლა არის არჩევნები, ყველა თავისი სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს” – მეუფე ზენონი

May 11, 2026
“ამ წუთას არაფერი მაქვს სათქმელი – ახლა არის არჩევნები, ყველა თავისი სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს” – მეუფე ზენონი

ამ წუთას არაფერი მაქვს სათქმელი. ახლა არის არჩევნები, ყველა თავისი სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა განაცხადა.

მან ჟურნალისტებს თავისი სათქმელი ლექსად უთხრა.

„ჩემი პოზიცია პოზიციაზე რჩება. მე შემიძლია გიპასუხოთ ერთი ლექსით: „იამბე ციხის ნაშალო, რა დრო გაქვს გამავლილიო, ან ვისგან ანაგები ხარ, ან ვისგან ჩამოშლილიო. ერთ სიტყვაი თქვა ციხემა, ძალიან გასაკვირიო: გამტეხა შიგნით ღალატმა, ჯერაც ამაზე ვტირიო, რად მაირიეთ იღბალი იმ რუსის ხელმწიფისანი, მას სთხოვეთ, მარიგეს ღმერთსა, სისხლახვეწილი გმირთანი“.

ჟამთა უთვლელი მყინვარწვერის ფერდობზე აღმართულმა გერგეთის წმინდა სამებამ დაიფაროს საქართველო“, – განაცხადა მეუფე ზენონმა.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ ურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით. ტაძარში შესვლა 10:00 საათიდან დაიწყება. პატრიარქის არჩევის დღეს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეზღუდვა ეხება ტაძარს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია” – მეუფე შიო
  • “დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, სამების ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ ეკლესიის ახალი მწყემსთავარი” – მოსაყდრე შიო
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება დახურულ რეჟიმში გრძელდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge