Monday, May 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მოლოდინი არის ის, რომ უფლის ნება გამოჩნდება დღეს და საქართველოს ეყოლება ღირსეული პატრიარქი” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

May 11, 2026
“მოლოდინი არის ის, რომ უფლის ნება გამოჩნდება დღეს და საქართველოს ეყოლება ღირსეული პატრიარქი” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

მოლოდინი არის ის, რომ უფლის ნება გამოჩნდება დღეს და საქართველოს ეყოლება ღირსეული პატრიარქი, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პროცესი პირველ საათზე დაიწყება და დიდი ალბათობით, მას ყველა მღვდელმთავარი დაესწრება.

„ანალოგიური კენჭისყრაა, რაც იყო წინა სინოდზე, ოღონდ აქ იქნება სამ კანდიდატს შორის და გამოირჩევენ კათოლიკოს-პატრიარქს.

მოლოდინი არის ის, რომ უფლის ნება გამოჩნდება დღეს და საქართველოს ეყოლება ღირსეული პატრიარქი.

პირველ საათზე ვფიქრობთ, რომ დაიწყება უკვე პროცესი. სავარაუდოდ, ყველა მღვდელმთავარი იქნება.

საჯარო იქნება გახსნა, შემდეგ იქნება კენჭისყრის პროცესი და საბოლოოდ -გამოცხადება“,-განაცხადა დეკანოზმა.

რაც შეეხება ინტრონიზაციას, მისი თქმით, ამის შესახებ არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი.

„დღეს, როდესაც არჩევნები დასრულდება, ინტრონიზაციის შესახებ შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როდის იქნება ინტრონიზაცია“, – განაცხადა დეკანოზმა.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით. ტაძარში შესვლა 10:00 საათიდან დაიწყება. პატრიარქის არჩევის დღეს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეზღუდვა ეხება ტაძარს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 2026 წლის პირველ კვარტალში ქართველმა ტურისტებმა საზღვარგარეთ თითქმის 630 მილიონი ლარი დახარჯეს – საქსტატი
  • ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება
  • “სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ახალ პატრიარქს არჩევას მივულოცავთ” – გიორგი შარაშიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge