Monday, May 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

31 წლის კაცის მკვლელობა შარტავაზე – საქმის მასალებში დანაშაულის ამსახველი ვიდეო დევს

May 11, 2026
31 წლის კაცის მკვლელობა შარტავაზე – საქმის მასალებში დანაშაულის ამსახველი ვიდეო დევს

თბილისის საქალაქო სასამართლოში შარტავას ქუჩაზე მომხდარი 31 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ლუკა ლალიაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ერთი პირის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებით შუამდგომლობს.

როგორც პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, საქმეში დევს დანაშაულის ამსახველი ვიდეო.

მისივე განმარტებით დაკავებულებიდან ერთმა უშუალოდ მკვლელობა განახორციელა, მეორემ პირმა კი დაზარალებულს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

მომხდარის მოტივად, პროკურატურის თქმით შურისძიება სახელდება.

“საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, კერძოდ ფარული საგამოძიებო მომქედებების შედედგად მოპოვებული ინფორმაცია. ვიდეო-მასალა, რომელიც უშუალოდ ასახავს მომხდარ დანაშაულს და ასევე, შემდგომ ბრალდებულების ქცევა. სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მივმართავთ. ორივე ბრალდებული აღიარებს ფაქტობრივ გარემოებებს, როგროც განვითარდა მოვლენები. ერთმა უშუალოდ მკვლელობა ჩაიდინა, მეორე ძალადობდა დაზარალებულზე და შესაბამისად, ჭრილობები არის რამდენიმე მიყენებული. მოტივი შურსიძიება იყო”, – ამბობს პორკურორი ლევან ვეფვაძე.

2026 წლის 8 მაისს ქ. თბილისში, ჟ. შარტავას ქუჩაზე, ბრალდებულმა თანხლებ პირთან ერთად, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე და სხეულის სხვადასხვა არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ი ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სამების ტაძარში მეუფე ისაია, მიტროპოლიტი დანიელი და ეკლესიის უხუცესი მღვდელმთავარი აბრაამი მივიდნენ
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
  • “ეკლესიაში რეფორმები გატარდება” – ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge