ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი სამების ტაძარში მივიდა – მაღალმა იერარქმა მედიასთან განაცხადა, რომ “ყველაფერი კარგად იქნება”.
რაც შეეხება “ტვ პირველის” მეირ დასმულ კითხვას, შესაძლოა, თუ არა რომ რომელიმე კანდიდატმა კანდიდატურა ჩახსნას, მეუფე თქვა, რომ “არ ჰგონია”.
“ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობთ. არა მგონია, ვინმემ კანდიდატურა ჩახსნას”- თქვა ეპისკოპოსმა.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ახალი საჭეთმპყრობელი ეყოლება. 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, მე-14 გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე სწორედ დღეს აირჩევენ.
