სისხლიანი გარჩევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მძიმე შედეგით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი მეზობლის ეზოში ჩასაფრებული იმყოფებოდა და სავარაუდოდ სხვა პირის წინააღმდეგ შურისძიებას გეგმავდა, თუმცა სიბნელეში მსხვერპლი შეეშალა და ცეცხლი პედაგოგ ლია ღარიბაშვილს გაუხსნა.
ქალი საკუთარ ეზოში სანადირო თოფით დაჭრეს. თავდასხმის შემდეგ იგი მძიმე მდგომარეობაში ჯერ კახეთის კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი თბილისში, რეანიმაციაში გადმოიყვანეს. ექიმები ამ დრომდე მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.
გამოძიება ადგენს, ვინ იყო თავდამსხმელის რეალური სამიზნე და რა მიზეზით იმყოფებოდა 32 წლის მამაკაცი იარაღით შეიარაღებული მეზობლის ტერიტორიაზე.
მომხდარზე სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს. ადგილზე ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხვები გრძელდება.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.
