4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც წლის მეორე ნახევარში ბედისწერის გარდამტეხი პერიოდი ელოდება,- ამ თემაზე ინფორმაციას ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი ავრცელებს.
„მერწყულის ენერგიის აფეთქება!
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც წლის მეორე ნახევარში ბედისწერის გარდამტეხი პერიოდი ელოდება
5 მაისიდან პლუტონი მერწყულის ნიშანში რეტროგრადულად მოძრაობს და ეს ძლიერი ენერგია გვიბიძგებს:
ძველი ბორკილებისგან გათავისუფლებისკენ
საკუთარი თავის სიღრმისეულად შეცნობისკენ
და ნამდვილი „მე“-ს გაღვიძებისკენ
ეს მხოლოდ პლანეტების მოძრაობა არ არის…
ეს არის დიალოგი თქვენს სოციალურ როლსა და ნამდვილ ბუნებას შორის
განსაკუთრებული გარდამტეხი პერიოდი ელოდება:
მერწყულს
სასწორს
ლომს
კუროს
(გაითვალისწინეთ როგორც მზის, ისე ასცენდენტის ნიშანი)
მერწყული — ძველი გარსის დამსხვრევა
თქვენ ახლა ენერგიის ეპიცენტრში ხართ
შეიძლება იგრძნოთ, თითქოს თქვენი ძველი ვერსია ქრება…
მაგრამ ეს დასასრული კი არა — ხელახალი დაბადებაა
როცა შეწყვეტთ ნიღბების ტარებას მხოლოდ იმისთვის, რომ სხვებს მოეწონოთ, გამოჩნდება თქვენი ნამდვილი, თავისუფალი და ძლიერი ბუნება.
ნუ შეგეშინდებათ განსხვავებულობის სწორედ ეს არის თქვენი ძალა.
სასწორი — თავისუფლება ურთიერთობებში
თქვენი მთავარი გაკვეთილი დამოკიდებულ ურთიერთობებს ეხება.
აქამდე ხშირად თმობდით საკუთარ სურვილებს ჰარმონიის შესანარჩუნებლად…
ახლა დროა:
დააყენოთ საზღვრები
თქვათ, რა გჭირდებათ სინამდვილეში
და საკუთარი თავი პირველ ადგილზე დააყენოთ
როგორც კი შეწყვეტთ მუდმივ კომპრომისებზე წასვლას, იგრძნობთ შინაგან თავისუფლებას და თქვენს ცხოვრებაში უფრო ჯანსაღი ადამიანები გამოჩნდებიან.
ლომი — ნამდვილი სიყვარულისა და კავშირის პერიოდი
პლუტონის რეტროგრადი თქვენს პარტნიორულ სფეროს ეხება.
ეს არის დრო, როცა ურთიერთობები ნამდვილ გამოცდას გადის.
ნუ გაექცევით ემოციებს — შეხედეთ საკუთარ თავს პარტნიორის თვალებში.
როცა შეწყვეტთ მუდმივად აღიარების მოთხოვნას და საკუთარ სისუსტეებსაც მიიღებთ, შეძლებთ შექმნათ ღრმა და სულიერი კავშირები.
კურო — კარიერისა და ღირებულებების ტრანსფორმაცია თქვენთვის ცვლილებები კარიერასა და სტატუსს შეეხება.
დაფიქრდით:
ნამდვილად გაბედნიერებთ ის გზა, რომელზეც ხართ?
თუ მხოლოდ სტაბილურობის გამო აგრძელებთ?
სამყარო გაჩვენებთ, რომ თქვენი ღირებულება ხელფასით ან სტატუსით არ იზომება.
ეს არის პერიოდი, როცა შეგიძლიათ იპოვოთ არა უბრალოდ სამსახური , არამედ თქვენი ნამდვილი მოწოდება.
ეს პერიოდი ბევრისთვის იქნება:
შინაგანი გარდაქმნა
ძველი ენერგიების დასრულება
და სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყისი”,- წერს იოსელიანი.
