Sunday, May 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საბა სხვიტარიძის წერილი ციხიდან დაკავებულ სპეცრაზმელებზე

May 10, 2026
საბა სხვიტარიძის წერილი ციხიდან დაკავებულ სპეცრაზმელებზე

“ხუთი მოძალადე პოლიციელის დაკავება არაფერს ნიშნავს” – საბა სხვიტარიძის წერილი ციხიდან დაკავებულ სპეცრაზმელებზე.

“ხუთი მოძალადე პოლიციელის დაკავება არაფერს ნიშნავს. მართლა რომ უნდოდეთ სისტემური ძალადობის გამოძიება, ბევრად მეტი მოძალადე იქნებოდა უკვე დასჯილი.
მაგალითად, მე დაზარალებულად მცნეს. თითქმის ყველა მოძალადის ვინაობა ცნობილია, რამდენიმე ნიღბიანის გარდა. ესენი არიან: მიხეილ სუჯაშვილი, ვანო გავაშელიშვილი, ლევან კუნდუხაშვილი, თორნიკე ჯაფარიძე და თედორე გიორგაშვილი ადამიანები, რომლებიც ჩემი ცემის ბრძანებებს გასცემდნენ და თავადაც ესწრებოდნენ ჩემს წამებას. ოთახში იმყოფებოდა გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილიც. უშუალო ბრძანებები კი მირიან ქავთარაძისგან მოდიოდა. უცნობია მხოლოდ ნიღბიანი პირები, რომელიც უშუალოდ მირტყამდნენ.
ეს ყველაფერი გამოძიებისთვის ცნობილია. პერიოდულად ისევ მკითხავენ ამ საქმეზე, მაგრამ წელიწად-ნახევარია არავინ დაუკავებიათ.
ამიტომ არ მჯერა არანაირი „ქოცების შემობრუნების“. ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია. ჩვენ კი ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ წამოვეგოთ შემოგდებულ ტრიუკებს.
წესიერ ქვეყანაში დაისჯებოდა როგორც შემსრულებელი, ისე ბრძანების გამცემი, ხოლო ხელისუფლება გადადგებოდა. ეს არის არა ცალკეული გადაცდომა, არამედ სისტემური დანაშაულია.” – წერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში პროევროპულ აქციებზე დაკავებული საბა სხვიტარიძე.

პროკურატურამ 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება. ყველა დაკავებულმა ძალოვნებმა დანაშაული აღიარა. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 მაისს შეუფარდა. ხუთივე დაკავებულს – გ.კ.-ს, ზ.ჩ.-ს ა.ბ.-ს, ტ.ბ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა – როგორია 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი
  • “ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სანადირო თოფით დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა” – პროკურატურა
  • ილჰამ ალიევი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge