მსახიობი მიშა გომიაშვილი გადაცემა „ყვითელ ყუთს“ ესტუმრა, სადაც პირად ცხოვრებაზე, ჰობიზე და მეუღლეზე ისაუბრა.
„სახლებს ვაშენებდი და მერე გზადაგზა ცოლებს ვუტოვებდი, ჰობი მაქვს ასეთი, ვიღაცა მარკებს აგროვებს, ვიღაცა მანქანებს…მე სახლები მიყვარს, დავუტოვო ცოლებს. სხვათაშორის, არცთ ისე ბევრი ცოლი მყავდა, ვიცი ხალხი ვისაც ჩემზე მეტი ცოლი ჰყავდა. ოფიციალურად, ოთხი ცოლი მყავდა. ყოფილა ორი-სამი წელი მიცხოვრია ქალთან და ვამბობდი, რომ ის ცოლია. დღევანდელ დღეს, რომ ყოფილიყო ეს ამბავი, თავისუფლად, წყნარად ვიტყოდი, რომ ეს ჩემი საყვარელია. ეს ის პერიოდია, როდესაც ქალზე ამას ვერ იტყოდი, ძალიან შეიცვალა დრო… სტატუსი უნდა ყოფილიყო ცოლის, ქალს უფრო უფრთხილდებოდი და ამიტომ მიწევდა ამის თქმა, თორემ ოფიციალურად ჟვრისწერა და ხელმოწერა მქონდა ოთხი ან სამი, არ მახსოვს. ყველაზე დიდი ხანია, უკვე მეთერთმეტე წელია ქეთისტან ვარ. ბოლო გაჩერებაა, მომატეხა ფრთები, რომ ვეღარ ავფრინდე და მეც ამას დიდი სიამოვნებით ვიღებ.“ – განაცხადა გომიაშვილმა