Saturday, May 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პაპუაშვილი დაკავებულ ძალოვნებზე: შესაძლოა, ამ ადამიანებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ვიღაცას არ მოხვედროდა

May 9, 2026
პაპუაშვილი დაკავებულ ძალოვნებზე: შესაძლოა, ამ ადამიანებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ვიღაცას არ მოხვედროდა

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ლევან ხაბეიშვილის, ზვიად მაისაშვილის, გურამ როგავაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ძალოვნებმა “მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ვიღაცას არ მოხვედროდა”. მისი თქმით, ამის დავიწყება არ შეიძლება.

რაც შეეხება კითხვას, რატომ მოხდა სპეცრაზმელების დაკავება მომხდარიდან 2 წლის შემდეგ, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურამ ახლა ჩათვალა, რომ შესაბამისი და მყარი მტკიცებულებები ჰქონდა.

პროკურატურამ რა მომენტშიც ჩათვალა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი, მყარი მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, ვნახეთ კიდევაც, რომ არ დააყოვნა ბრალის წარდგენამ.

არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ: იმ დღეებში ცდილობდნენ საქართველოს დამხობას, ქვეყნის დამხობას, ვხედავდით ძალადობას პოლიციელების მიმართ, პარლამენტის შენობის გადაწვის მცდელობას, ვხედავდით ევროპის დროშით შეიარაღებულ რადიკალებს „მოლოტოვის კოქტელებს“ როგორ ესროდნენ და ადამიანების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ და რა თქმა უნდა, ამ დროს, ჩვენი პოლიციელები, სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, დიდი გამოწვევის წინაშე იყვნენ, რომ ეს ძალადობა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქტი არ შემდგარიყო, შესაბამისად, რეაქცია ჰქონოდათ.

“შესაძლოა, ამ ადამიანებმაც, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, იმ დღეებში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ვიღაცას არ მოხვედროდა და ცოცხლად არ დამწვარიყო, რომ ის მაშხალები, რომელსაც პარლამენტს ესროდნენ, არ წასულიყო იმ მიმართულებით და არ გადამწვარიყო საქართველოს პარლამენტის შენობა. ასე რომ, ესეც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ადამიანები იქ უპირველეს ყოვლისა, იყვნენ იმისთვის, რომ ქვეყანა დაეცვათ, თუმცა, გადაცდომებსაც შესაბამისი რეაგირება ექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
“პირველების” ჟურნალისტის კითხვაზე, ძალადობრივ ქმედებეში მხოლოდ 5 სპეცრაზმელი არის თუ არა დამნაშავე და აპირებს თუ არა გამოძიება, რომ ხელბორკილები სხვებსაც დაადოს, პაპუაშვილმა ასე უპასუხა: – თქვენი აზრით, მხოლოდ 50 ადამიანი იყო, რომელიც დაკავებული იქნა მაშინ, ვინც ძალადობას სჩადიოდა ამ აქციის დროს?

„რა თქმა უნდა, იყო სხვა ფაქტებიც და მნიშვნელოვანია, ყველა დადგინდეს. თქვენი აზრით, მხოლოდ 50 ადამიანი იყო, რომელიც დაკავებული იქნა მაშინ, ვინც ძალადობას სჩადიოდა ამ აქციის დროს? პარლამენტის შენობაზე პირდაპირ არის კადრი, როგორ ესვრიან მაშხალებს პარლამენტის შენობის ოთახებს, როგორ ეკიდება ცეცხლი… ის ადამიანი, სხვათა შორის, ვინც რამდენიმე ოთახი გადაწვა პარლამენტში, დღემდე არ არის გამოვლენილი, იდენტიფიცირებული არ არის…

არვიცი დაკავების მანქანებში რას გულისხმობთ.საჯარო კადრები რაც არის, ისიც საკმარისია, რომ ჩვენ დავინახოთ ფაქტები, სადაც უფლებამოსილების გადამეტება იყო და უმეტესი შემთხვევა, ხედავთ თქვენ, რომ გამოვლენილი არის და ადამიანები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, დაკავებული არიან. კიდევ არის რამდენიმე კადრი, რაზეც თქვენ საუბრობთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ყველა დადგინდეს, ისევე, როგორც მნიშვნელოვანია, პარლამენტის შენობაზე და პოლიციელებზე ყველა თავდამსხმელი დადგინდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან ხაბეიშვილზე, ზვიად მაისაშვილსა და გურამ როგავაზე ძალადობაში მხილებული სპეცრაზმელების საქმეს გრიფი დაადეს. დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ. ხუთივე ბრალდებულის ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესები საჯარო არავისთვის იქნება.

“პირველების” ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სპეცდანიშნულების ყოფილმა თანამშრომელმა დანაშაული უკვე აღიარა.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გადავუგზავნეთ ჩვენს მთავარ ოფისს და პასუხიც შესაბამის დროში იქნება – ჰერჩინსკი პაპუაშვილის წერილზე
  • ტემპერატურა +27 გრადუსამდე მოიმატებს… – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
  • მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი სამხედრო ტექნიკის მონაწილეობის გარეშე გაიმართა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge