დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე მოზარდების მშობლებმა კანცელარიასთან მე-19 ღამე გაათენეს – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გრძელდება. მშობლებსი მოთხოვნები იგივეა- ითხოვენ წამალს შვილებისთვის და მკურნალობის დაფინანსებას.
როგორც კახა წიქარიშვილმა “პირველებს” განუცხადა, გუშინ საპატრიარქოში დამაიმედებელი შეხვედრა შედგა, ასევე მშბლებისთვსის აინტერესო იყო ამირან გამყრელიძის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციებიც.
“ჩვენ უკვე თითქმის 20 დღეა, რაც აქ ვდგავართ. მოთხოვნები არის იგივე. ჩვენ ვითოვთ ბავშებსითვსი წამალს და მკურნალობის დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ გვქონდა შეხვედრა საპატრიარქოში და დაგვპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რაც მათი შესაძლებლობის ფარგლებშია. ეს შეიძლება იყოს შუამავლობა სახელმწფიოსთან ან დახმარება ფონდის შექმნაში. ძალიან საინტერესო რეკომენდაციები იქნება მოცემული ბატონი ამირან გამყრელიძის მხრიდან და ჩვენც, მშობლებიც იგივე რეკომენდაციებს განვიხილავთ”, – ამბობს კახა წირაიშვილი.
ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავენ და შვილებისთვსი წამალს ითხოვენ.
საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.
