ლეგენდარულმა გარი ლინეკერმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება. ბარსელონას ექს-ფორვარდმა ხუმრობით ისიც თქვა, რომ ქართველი ვინგერი 1 თვით ინგლისის ეროვნულმა გუნდმა უნდა ინათხოვროს.
„კვარაცხელია არის ის ფეხბურთელი, ვისი თამაშის ყურებითაც ტკბები. სამწუხაროა, რომ ის არ იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგან საქართველომ ტურნირზე მოხვედრა ვერ შეძლო. როგორ ფიქრობთ, იქნებ გამოგვივიდეს და ვინათხოვროთ ხვიჩა, სულ რაღაც 1 თვით… გვინდა, რომ მუნდიალზე საუკეთესო ფეხბურთელი ვიხილოთ.
სათამაშო დროსაც აუცილებლად მივცემდით. ვფიქრობ, ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში პარის სენ-ჟერმენის შემტევი უპრობლემოდ მოხვდებოდა”, – განაცხადა ინგლისელმა ექს-ფორვარდმა. შეგახსენებთ, პსჟ, ქართველ ვინგერთან ერთად, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.
