განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის განცხადებით, ზვიად ხარაზიშვილმა [ხარებამ] “TV პირველის” ჟურნალისტების, მარიამ გაფრინდაშვილისა და ნანუკა ქაჯაიას განეიტრალება რადიოსადგურში დაავალა.
ამის შესახებ ირაკლი შაიშმელაშვილმა თეა ადეიშვილის “დღის ამბებში” ისაუბრა.
მისი თქმით, ამ დავალებიდან რამდენიმე საათში მარიამ გაფრინდაშვილი ცემეს.
ეს არის დადგმული სპექტაკლი, მათ შორის ახლა ზვიად ხარაზიშვილი გმირის როლს, რომ ტამაშობს, ხარაზიშვილმა ძალიან კარგად იცის, ვინ არიან მონაწილე პირები, როგორც ლევან ხაბეიშვილის ცემაზე, ისე დავით ქაცარავას ცემაზე, ისე გურამ როგავას ცემაზე იმიტომ, რომ მსგავსი ფაქტები როდესაც ხდებოდა, იმ დღესვე, იმ საათში, დეტალური მოხსენება უკეთდებოდა ხარაზიშვილს, ვინ იყო ჩართული, ვინ დაზიანდა, რა დონით დაზიანდა, რომ მერე მას ეს “ადამიანები დაეცვა”.
ცოცხალი მაგალითი ამის, პირველი, რაზეც მაშინ მქონდა დეპარტამენტში საუბარი და რასაც მაშინ დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე შეეწირა, იყო ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ძალადობა. რაზეც პირდაპირ განაცხადა, ხომ იცოდა, თან კადრებშიც ჩანდა, დემონსტრაციულად თქვა, რომ ჩემი თანამშრომელი, არავინ არ დაისჯება.
რა ცალკეული გადაცდომები – პირდაპირ მისი [ზვიად ხარაზიშვილის] ბრძანებები იყო. თქვენი კოლეგები – მარიამ გაფრინდაშვილი და ნანუკა ქაჯაია, ჩემს ერთ-ერთ მეგობარს დავურეკე, ხარაზიშვილმა რადიოსადგურში როგორ დაავალა მაგ ორი პიროვნების განეიტრალება… ზუსტად რამდენიმე საათში მარიამი სცემეს,” – განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.
